რალის ლეგენდა – კენ ბლოკი, 55 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაცია კენ ბლოკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, thehoonigans-ის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედია იუტას შტატში, სოლთ ლეიქ სიტისთან მდებარე სამთო სათხილამურო კურორტზე მოხდა. კენ ბლოკი თოვლმავალს მართავდა, რომელიც ამოტრიალდა და ლეგენდარულ მრბოლელს დაეცა.
ვასატჩის რაიონის შერიფის ოფისის განცხადებით, მიღებული დაზიანებების შედეგად, კენ ბლოკი ადგილზე გარდაიცვალა.










