უცნობი ქალი მანქანით გაეროს შტაბ-ბინაში შეჭრას ცდილობდა, რომელიც დაკეტილი იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შტაბ-ბინის ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებიც გამოიძახეს.
„დილით გაეროს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ქალმა შეჭრა სცადა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა“, – აცხადებენ გაეროში.
პოლიციამ განაცხადა, რომ 53 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ის მანქანიდან გამოიყვანეს.










