LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა – სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები ვრცელდება

ზუსტად სამი წლის წინ ოთხმა ლაჩარმა თავდაყირა დააყენა ჩვენი დალაგებული და დალხენილი ცხოვრება – ცოტნე გამსახურდიას ცოლი ქმრის დაჭრაზე ალაპარაკდა

დაპოსტა 2023/01/02-ში
A A
95
ნახვა
გაზიარება

ზუსტად სამი წლის წინ ოთხმა ლაჩარმა თავდაყირა დააყენა ჩვენი დალაგებული და დალხენილი ცხოვრება. ზუსტად სამი წლის წინ სამუდამოდ მოგვესპო სიცოცხლით, სიყვარულითა და სიმშვიდით ტკბობის ყველანაირი შესაძლებლობა… – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბარური სოციალურ ქსელში წერს და 2019 წელს მომხდარი დანაშაულის დეტალებს იხსენებს.

“მრავლობითი ტრავმა დაუზუსტებელი. გულმკერდის ნაწილის ღია ჭრილობა. გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. გულმკერდის ღრუს ორგანოების ტრავმა. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. ფილტვის სხვა ტრავმები, გუმლკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი და ღია პნევმოთორაქსი. მხრის სარტყლის და სხვა დაუზუსტებელი ნაწილების ღია ჭრილობა, ლავიწ-აკრომიონის შესახსრების ადგილას ნაჩხვლეტი ჭრილობა. თავის მრავლობითი ღია ჭრილობები. თავის მრავლობითი ტრავმები. ქალასარქვლის მოტეხილობა, მარცხნივ შუბლის თხემის ძვლების მრავალფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობა. ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, მარცხენა ჰემისფეროს სუბდურული ჰემატომა მთელ სივრცეზე. მარჯვენა ჰემისფეროს და ჰემისფეროთაშორისი სივრცის სუბდურული ჰემორაგია. თავის ქალას გაჭყლეტა.

ესაა დაზიანებების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც მომაკვდავი ცოტნე, ზუსტად სამი წლის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაზიანებები, მიყენებული სხვადასხვა ზომის დანებითა და ბასრი იარაღებით, ალუმინის ყავარჯნებით, ასფალტის ბელტითა და ჩვენთვის უცნობი მძიმე, ბლაგვი საგნებით. დაზიანებები, რომელთაც სასიცოცხლო მაჩვენებლები თითქმის შეუთავსებელი გახადა სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლისთვის…
მანამდე, ერთი საათით ადრე, საშინაო ტანისამოსში გამოწყობილ, სახლიდან არხეინად გასულ ცოტნეს ჭიშკართან ოთხი ნაძირალა უსაფრდება, ქურდულად ესხმის თავს და სასიკვდილოდ იმეტებს.

მიუხედავად საზოგადოების მხრიდან თავდასხმის მიზეზების მიმართ დღემდე გაუნელებელი ინტერესისა, ჩემი მხრიდან, ზუსტი ინფორმაციის ფლობის გარეშე, ჰიპოტეტურ გარემოებებზე მსჯელობა სპეკულაციად მიმაჩნია.

ამიტომ, ერთ, ჩემთვის კარგად ცნობილ და უტყუარ მიზეზს დავასახელებ მხოლოდ – ეს ოთხივე თავდამსხმელის ლაჩრობა და არაკაცობაა. (აბა, გაებედა რომელიმეს ცოტნესთან მარტოს შერკინება!).

არცერთს, არცერთს არ აღმოაჩნდა ღირსების ნატამალი, წინ აღდგომოდა, არ ეკადრა ყოვლად სამარცხვინო, მხეცური, მუხთალი და ჯგუფური თავდასხმა ერთ შეუიარაღებელ კაცზე. არცერთს არ აღმოაჩნდა იოტისოდენა ადამიანობა, მხეცურად არ გასწორებოდნენ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა…
ერთ-ერთ ჩანჩურას თავიც კი მოუწონებია – ცოტნე გამსახურდია ავჩეხეო. რა ქნას საბრალომ, იცის, ამაზე ,,ღირშესანიშნავი’’არც არაფერი მოხდება ოდესმე მის ცხოვრებაში, რომლის რეალური არსის მაქსიმუმს ევროპის სავაჭრო ობიქტებიდან ჭინჭების ქურდბაცაცობა, შედეგად პატიმრობა და გამოძევება, უკან შეპარვისთვის საკუთარ გვარზე უარის თქმა და ცოლის გვარს ამოფარება წარმოადგენს. ანალოგიური ისტორია მეორე არაკაცის ,,საამაყო’’ ბიოგრაფიაშიც იძებნება – ევროპაში ქუდბაცაცობისთვის დაპატიმრება, გამოძევება და უკან შეპარვის მიზნით საკუთარ გვარზე უარის თქმა. მესამე მშიშარა არაკაცი ცოტნეს მეზობელია, რომელმაც საკუთარი გარდაცვლილი ძმის გამოყენებაც კი არ ითაკილა ბინძური ჩანაფიქრის ასასრულებლად და მის დაბადების დღეზე მიიტყუა ცოტნე. სწორედ იქ დაახვედრა (და მოგვიანებით სახლის ჭიშკართანაც) დანარჩენი სამი არაკაციც.

საქმე იმაშია, რომ წლების წინ, თანაბარ პირობებში ცოტნესთან მომხდარი დაპირისპირებისას ცოტნეს დიდი უპირატესობის გამო, გულში ბოღმა და შურისძიება ჩაიდო და არნახული ლაჩრული ანგარიშსწორება მოუწყო წლების შემდეგ…

ალბათ, ყველას გვინახავს კადრები, რომელშიც მსხვერპლის დედები საკუთარ შვილთა მკვლელებს გულში იკრავენ, პატიობენ, თავისუფლდებიან და სიცოცხლეს აგრძელებენ.

საკმაოდ მიმტევებლური ბუნებისა და ტოლერანტულობის მიუხედავად,კარგად ვიცი, ვერასოდეს, ვერცერთ მათგანს ვერ ვაპატიებ ვერანაირი გათავისუფლებისა და სულის ცხონების ფასად, რითაც კიდევ უფრო მეტად დავიმძიმებ ჯვარს, რომელსაც სამი წელია ვატარებ. მაგრამ არსებობს დანაშაული, რომლის პატიება შეუძლებელია; რომლისშემთხვევაშიც უადგილოა პირობითობისა თუ ფარდობითობის ცნებათა ხსენებაც კი; რომლის დროსაც მედალს მხოლოდ ერთი მხარე აქვს და დამნაშავეს ერთი ვერდიქტი!

ვერ დაგამძიმებთ იმ ჯოჯოხეთური ტანჯვის დეტალებით, რასაც სიცოცხლისა და იმედის შენარჩუნებისთვის არაერთ ფრონტზე ერთდროული ბრძოლა ჰქვია. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია გამოცდილების გარეშე, რომლის მიღებას მტერსაც ვერ ვუსურვებ…

ზუსტად სამი წლის წინ ოთხმა ლაჩარმა თავდაყირა დააყენა ჩვენი დალაგებული და დალხენილი ცხოვრება. ზუსტად სამი წლის წინ სამუდამოდ მოგვესპო სიცოცხლით, სიყვარულითა და სიმშვიდით ტკბობის ყველანაირი შესაძლებლობა…

P.S. არადა, თითქოს არც არაფერი უქადდა ცუდს ჩვენს ფერად ცხოვრებას, რომლის პრობლემების სერიოზულობა თითქმის აღარ სცილდებოდა ჩემი სამსახურიდან დროულად დაბრუნების ფარგლებს…“

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმე ან შესაძლებლობა გამოჩნდეს. გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე დაგჭირდებათ. კარგი დღეა ხარჯების გადასახედად. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ასპინძა, სოფელი ბალანთა იყო.   მიწისძვრის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

დაწვრილებითDetails

8 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მოქმედი შედარებით ცივი მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"