უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინდური მწარმოებლის ხველის სიროფის დალევის შედეგად, 18 ბავშვი გარდაიცვალა.
წინასწარი ტესტების შედეგად აღმოჩნდა, რომ წამალი ეთილენ გლიკოლს შეიცავდა. ექიმებმა მედიკამენტის შემადგენლობაში ეჭვი სიკვდილიანობის გაზრდის შემდეგ შეიტანეს,.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წამლების მწარმოებელი პირები რეგულარულ კონტაქტში არიან უზბეკეთის წამლების ეროვნულ მარეგულირებლებთან.
კომპანიამ სიროფის წარმოება ჯერჯერობით შეაჩერა.










