გირჩევთ, დისკუსიის ან უბრალოდ, მნიშვნელოვანი საუბრის დროს სხვა ადამიანებსაც მოუსმინოთ და მათი აზრები გაითვალისწინოთ. დიპლომატიური უნარების გარდა, ამ დღეს სხვისი ნათქვამის სწორად გაგების და თანაგრძნობის უნარსაც გამოავლენთ. სწორედ ეს უნარები უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას მოლაპარაკებებში და ზოგადად ნებისმიერ საქმეში.
მორიელი
თქვენი მისია სხვების, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანების დახმარებაა. შესაძლოა, ამ დღეს თქვენში რომელიღაც ადამიანზე ზრუნვის სურვილმა გაიღვიძოს. შეგიძლიათ მისი პრობლემების შესახებ მონაყოლს საათობით უსმინოთ და პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ. მთავარია, ეს მზრუნველობა აკვიატებად არ გექცეთ – ამისთვის ალტრუისტული იმპულსების შეკავებაა საჭირო.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი საბრძოლველად განწყობილია, თუმცა მოწინააღმდეგე არ ჰყავს. გარშემომყოფები მზად არიან გამარჯვება უბრძოლველად დაუთმონ! უფრო მეტიც, საკმარისია შესთავაზოთ და თქვენს ნებისმიერ პროექტში ჩაერთვებიან, რომელიც ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ამ დღეს როგორც ორგანიზატორი, უბრალოდ შეუდარებელი ხართ.
თხის რქა
ჰოროსკოპის ვარსკვლავები თხის რქას ურჩევენ, რომ საყვარელ ადამიანებთან პრობლემების მოგვარებისთვის დრო გამონახონ. თუ სხვა დროს ურთიერთობების გარკვევის მცდელობები ჩხუბით და ერთმანეთის მიმართ ბრალდებებით მთავრდება, ამჯერად საერთო ენას მალე იპოვით. ეცადეთ, გულწრფელი საუბარი დაიწყოთ და მალე შეთანხმებას მიაღწევთ.
მერწყული
ამ დღეს მერწყულს ინფორმაციის მოგროვება და მოვლენების გაკონტროლება სჭირდება. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც მოვლენამ ან ფაქტმა მოგებიან მდგომარეობაში ჩაგაყენოთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ.
თევზები
თევზებს ბევრი შეხვედრა ელის – ზოგი დაგეგმილი და ზოგი მოულოდნელი. ეს რომანტიკულ, ასევე საქმიან ურთიერთობებს ეხება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ზოგიერთ ნათქვამს შეუძლია, თქვენს კარიერაზე, ფინანსურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე გავლენა იქონიოს. ამიტომ ეცადეთ, ყოველი სიტყვა და ქმედება კარგად აწონ-დაწონოთ.