LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ექიმი

წელს შენი საიდუმლო სანტა უნდა ვყოფილიყავი, უსამართლო ცხოვრებას რა ვუთხარი ვინ იფიქრებდა – ქუთაისელი ექიმი კოლეგას ემოციური პოსტით ემშვიდობება

დაპოსტა 2022/12/28-ში
A A
4.3k
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს მედიკოსი, გიორგი გაბუნია და რეანიმატოლოგ ალექსანდრე კვაჩიძის მოულოდნელად გარდაცვალებას ეხმაურება.

 

„საშინელება მოხდა….აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმები სენტენციას, რომ, ვინც ღმერთს უყვარს , თავისთან ნაადრევად მიჰყავს. არაა ასე, იგი აქ იყო საჭირო, აქ უნდა ეზარდა შვილები, გასძღოლოდა ოჯახს, გადაერჩინა არაერთი პაციენტი, ეხარა მეგობრებში, ეშრომა, ეღვაწა კიდევ ათწლეულები..“

როგორც ცნობილია, სამედიცინო ცენტრ „საროველის“ კლინიკური დირექტორი, ალექსანდრე კვაჩიძე გუშინ, მოულოდნელად გარდაიცვალა. ის  გუშინ დილით, გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილებით ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში შეიყვანეს, რეანიმატოლოგი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

გიორგი გაბუნია კოლეგას ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ჭეშმარიტებად ჯობს სხვა სენტენცია დავტოვოთ, კერძოდ ის, რომ „შეუცნობელ არს გზანი უფლისანი.“ სულ რაღაც სამი დღის წინ, საღამოს სიცოცხლით სავსე ექიმი ჩვენს გვერდით იდგა ოპერაციაზე და რას ვიფიქრებდით, რომ ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა მასთან. მახსოვს, ჩვენმა საყვარელმა კაცმა, მამუკა ნემსიწვერიძემ რომ დაგვტოვა, ალეკომ მითხრა: „ბატონო გია, სამოცი წელი რა არის დღეს, ამ ასაკში წასვლა ნაღდად უსამართლობააო“.

რას იფიქრებდა მაშინ, რომ ბედისწერას მისთვის ოთხი ათეულიც არ ჰქონია თურმე გამომეტებული…მისმა სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ცხოვრებამ ჩემი და ჩემი კოლეგა – მეგობრების თვალწინ გაიარა. გააზრებული და აწონილ –დაწონილი იყო აუდიტორიაში ლექციაზე ჩაფიქრებული ბიჭიდან პროფესიონალ ექიმობამდე მის მიერ განვლილი გზა.

ნიჭიერი, სამოქმედოდ შემართული, მონდომებული და მიზანდასახული – ასეთად ვიცნობდი ალეკოს და ასეთად დარჩა ჩემთვის დღეიდან.. ჩემი ექიმების თანატოლი და მეგობარი იყო იგი, უღალატო, გვერდით მდგომი, დაუზარებელი, პაციენტისათვის თავდადებული, სიტუაციის გამთვლელ – გამჭვრეტელი..

კარგი ქართველი, ოჯახის მოსიყვარულე მამა და სხვათა ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. ნებისმიერი ლექტორისათვის გასახარია, როცა მისი ყოფილი სტუდენტი საოპერაციო მაგიდასთან მასთან ერთად დგება და პაციენტის სიცოცხლეს მართავს. ალეკოსთვისაც დადგა ეს დრო და დამემოწმებიან ჩემი კოლეგები – შოთა, ზურიკო, გენადი, ბათუ და სხვაც ბევრი, რომ რომ ეს თანადგომა (რომელიც არაიშვიათად მთელი ღამე გრძელდებოდა და უმძიმეს სიტუაციებს მოიცავდა) იყო სრული, მეგობრული, კოლეგიალური, უღალატო და პროფესიონალიზმის ნიშნით აღბეჭდილი.

იგი უკვე „საიმედო საყრდენად“ იქცა, რაც ანესთეზიოლოგიურ და ქირურგიულ საქმეში ჩახედულებმა ვიცით, რაოდენ ძნელია მისაღწევად. დაუჯერებელია ეს ყველაფერი… ვათვალიერებ მის გვერდს, შვილებთან გადაღებულ ფოტოებს და ვმძიმდები, ვმძიმდები საშინლად. სულ რაღაც ოცდათოთხმეტი წელი მოათია მან ჩვენს გვერდით..

რას ვიზამთ, ბედისწერას თავისი საზარელი გზა აქვს (ვერ გავუმრუდებთ ოხერს) და სიცოცხლით სავსე კეთილ ბიჭს, რომელსაც ახალი წელი და საკუთარი დაბადების დღე ერთად უნდა ეზეიმა, სანაცვლოდ ცივი და მდუმარე სამარე შესთავაზა. ასე მოხდა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ მისი სახელი და სული კვლავაც ჩვენს გვერდით იქნება და, ბოლოს და ბოლოს, როგორც ბრძენი იტყვის „ადამიანის ცხოვრება იგავ–არაკივით შინაარსით იზომება და არა სიგრძით.“ მშვიდობით ჩვენო მეგობარო…შენი ცხოვრება ხანმოკლე იყო – სულ რაღაც სამი ათეული, მაგრამ შინაარსით შესაძლოა ბევრის საუკუნესაც აჯობა…

PS. წელს შენი საიდუმლო სანტა უნდა ვყოფილიყავი და ხომ ხედავ, რა საჩუქარიც გამომივიდა – გამოსამშვიდობებელი დაგიწერე ჩემო კარგო კაცო. ამ უსამართლო ცხოვრებას რა ვუთხარი ვინ იფიქრებდა…აზრად ვინ გაივლებდა…ნათელში გამყოფოს არსთაგამრიგემ.“ – წერს „ფეისბუკზე“ მედიკოსი.

გაზიარება1729

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე რიჟვაძეზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

"მე ბევრი რამე ვიცი  ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"