ძლიერი ნისლის გამო არსებული შეფერხების შემდეგ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო. „ეარ არაბიასა“ და „შარჯა თბილისის“ თვითმფრინავები უკვე დაჯდა თბილისის აეროპორტში.
„დუბაის სამი რეისიდან, ორი დაფრინდა თბილისში, ერთი ბაქოში, უზბეკეთის ავიახაზების ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭის აეროპორტში დაფრინდა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.
მათივე ინფორმაციით, ბაქოს, ერევნისა და სტამბოლის რეისები, რომლებიც თბილისში დილის საათებში უნდა ჩამოფრენილიყვნენ, რამდენიმე საათით გადაიდო.
ძლიერი ნისლის გამო, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაფრინდა.










