შეიძლება თავად დაგჭირდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ზედმეტად თავდაჯერებული და თავხედური განცხადებებით შეიძლება საკუთარი თავი დააზარალოთ, ამიტომ უმჯობესია, კამათში ჩართვას მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ნამდვილი ოჯახური ტირანის როლს მოირგებთ! ყოველ შემთხვევაში, თქვენი ახლობლებს სწორედ ასე ფიქრობენ. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაზე კარგად იცით, ვინ რა უნდა გააკეთოს და ამას გულმოდგინედ აკონტროლებთ. მეტიც, მზად ხართ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ზეწოლას მიმართოთ.
თხის რქა
შესაძლოა, კრიტიკის ობიექტად იქცეთ! ეცადეთ, არ ინერვიულოთ და, მით უმეტეს, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ! სანამ რამეს გააკეთებთ, ჯობია, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდეთ – იქნებ გაჩუმება ჯობს?
მერწყული
სიტუაცია მერწყულისგან ფინანსური საკითხების დროულად მოგვარებას და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს – იქნება ეს ახალი სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის წყაროს ძებნა, უფროსებთან ხელფასის მომატებაზე საუბარი და ა.შ.; იმოქმედეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. ყველაფერი გამოგივათ.
თევზები
სხვების აზრს ხშირად არ ითვალისწინებთ, თუმცა სხვებს აიძულებთ, რომ თქვენს აზრს დაეთანხმონ. ამ საკითხს ასე უდგებით: თუ სხვები არ მეთანხმებიან, ეს მათი პრობლემა და არა ჩემი. იქნებ დროა, სხვების უკმაყოფილება შეამჩნიოთ?