ქუთაისში, სასტუმრო ,,აიეტის” ბოლო სართულზე ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ხანძარი ე.წ. მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ხანძრის დროს სასტუმროს შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ, მათი ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
,,ერთი ადამიანი იყო ბოლო სართულზე, გამოიყვანეს თუ არა ეგრევე იფეთქა. საშინელი ხანძარი იყო” – ამბობს თვითმხილველი.
თვითმხილველების თქმით დამწვარია სასტუმროს მთელი ბოლო სართული, ზარალი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები, 5 სახანძრო მანქანა, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.










