ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. 24 თებერვლას მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ. თამაშობები, სახის მოხატვა, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, გლინტვეინი, ტკბილეულობა, ბევრი ბუშტი და საახალწლო სიმღერები სცენიდან ალამაზებენ დღეს.
ქუთაისის და იმერეთის მთავარი ნაძვის ხე 20:00 საათზე საზეიმოდ აინთო.
გთავაზობთ ფოტოებს ღონისძიებიდან, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.











