აშშ-ში ძლიერი ყინვა მძვინვარებს, შტატების უმეტესობაში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ძლიერ არქტიკულ ქარს ელოდებიან. ამის შესახებ BBC წერს.
აშშ-ის ეროვნული მეტეობიუროს პროგნოზით, ზოგიერთ შტატში უახლოეს დღეებში ტემპერატურული ანტირეკორდები დაფიქსირდება.
უამინდობის შესახებ შეტყობინება 48 შტატის მოსახლეობამ მიიღო, რაც დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს მოიცავს.
ძლიერი თოვის გამო 5000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ციკლონმა პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მომარაგებაშიც – 1,5 მილიონი ადამიანი, ძირითადად აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატების მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.










