მორიელი
ამ დღეს მთელ ენერგიას ისეთ თემებზე საუბარში დახარჯავთ, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება, სამყაროს საიდუმლოები და ა.შ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანებს, რომლებთანაც ამ თემებზე საუბარი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. მთავარია, ღრუბლებში ფრენის დროს ფეხქვეშ მიწა არ დაკარგოთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანში ფინანსისტი გაიღვიძებს! თუ ამ დღეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრს დაუთმობთ, შესანიშნავ გეგმას შეიმუშავებთ, რომელიც ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ურთიერთობებში, ლოგიკას ეყრდნობით და არა გრძნობებს. ახლობელი ადამიანებს გრძნობების შესახებ პირდაპირ ეკითხებით. თავადაც არასოდეს უმალავთ საკუთარ აზრებს და განზრახვებს გარშემომყოფებს. ამ დღეს ასეთი ქცევა საყოველთაო სიყვარულს მოგიტანთ.
მერწყული
ამ დღეს თავს ჭანჭიკად გრძნობთ ვიღაცის მექანიზმში – მთავარია, რომ ამ მექანიზმმა კარგად იმუშაოს და არ დაიჟანგოს. სხვისი ხელმძღვანელობით მუშაობა შესანიშნავად გამოგდით მხოლოდ მაშინ, როიცა ზუსტად იცით რას აკეთებთ, რატომ და რა როლი გაქვთ პროცესში.
თევზები
გახსოვდეთ, რომ ღრმა ურთიერთობებისთვის მხოლოდ სიმპათია საკმარისი არ არის, საერთო თემებისა და ინტერესების პოვნაა საჭირო. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენთვის საინტერესო პერსონასთან ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანოთ
წყარო: ფანთაიმი










