თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩაზე 45 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელმა ადგილი ავტობუსით დატოვა. მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მოკლული და მკვლელიც წარსულში ნასამართლევი, ბონდო კისიევია.
როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ადამიანი, რომელიც მოკლეს, ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა კაცი, სავარაუდოდ, გვერდით გაიყვანა და ორჯერ ისროლა. მამაკაცები ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ.
„გვერდზე გაიყვანა, ორი გასროლა იყო. შემდეგ ავტობუსით წავიდა… აქ ზემოთ, ჯავის ქუჩაზე ცხოვრობდა“,- ამბობენ ადგილობრივები.










