ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს. ობიექტზე დილით მისულ მეპატრონეს, კარი გაღებული, ტანსაცმელი დაყრილი და მაგიდის უჯრაში არსებული პირადი ნივთები წაღებული დახვდათ. დაზარალებულის თქმით, მან სამართალდამცველებს თავად მიმართა.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში არასრწულოვნები შევიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტი მალევე გაიხსნა. მხილებულია ორი პირი, გამოძიება კი 177-ე მუხლით დაიწყო.