ქუთაისელმა გოგონამ ანასტასია ლელაძემ , რომელმაც ჰარვარდის უნივერსტეტში ჩააბარა. პირველკურსელტა ტალენტების შოუზე ქართული ცეკვა ჯეირანი გაიტანა და ასე გააცნო მისი ქვეყანა უცხოეთს.
“Დავფაცურდი, გავამზადე ყველაფერი და მეორე დღეს თეატრში გავიქეცი. Მარტომ ძლივს ჩავიცვი, მაკიაჟზე რაღაც ვიცოდვილე და ამასობაში კონცერტიც დაიწყო. კულისების ეკრანიდან ვუყურებდი რა სასწაულად უკრავდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, გადაჭედილი დარბაზი ოვაციებით რომ არ ცხრებოდა…
წამყვანებმა გამომაცხადეს – ქართული ნაციონალური ცეკვა “ჯეირანი”. Გავედი სცენაზე და გამოჩენისთანავე მაყურებელმა ტაში შემომაგება. Ამან საოცრად გამამხნევა, იმიტომ რომ ერთადერთი გამომსვლელი ვიყავი, რომელსაც ტაში შესრულებამდეც დაუკრეს. Ოღონდ ეს ჩემი დამსახურება ნამდვილად არ იყო, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა “მარიონელას” გადავუხადო. ( Marina UgulavaLela Turdzeladze) ვიდეოებში და ფოტოებში ნახევარიც არ ჩანს, არადა Ქართული Კაბა სცენას ისე მოუხდა, ისეთი ეფექტური გამოდგა, რომ ცალკე აპლოდისმენტი მიიღო.
Მუსიკა შეწყდა. ბოლო პოზიციაში გავშეშდი. ჩემთვის უსასრულო და სინამდვილეში ორწამიანი პაუზის შემდეგ, დარბაზი ტაშის ხმამ გაავსო და აუდიტორია ფეხზე წამოდგა. უბედნიერესი ვიყავი – მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას ასობით უცხოელი ფეხზე იდგა და ქართულ კულტურას ტაშს უკრავდა!
Კონცერტის შემდეგ, თეატრიდან ჩემს ოთახში მიმავალს ყველა ნაცნობი და უცნობი მილოცავდა. Რა მაგარი იყოო, ქართული ცეკვა რა ლამაზი ყოფილაო, მეუბნებოდნენ. ეს მართლა ნაციონალური კაბააო, მეკითხებოდნენ… მეგონა მეორე დღეს ვეღარ მიცნობდნენ, მაგრამ დაახლოებით 10 დღე იგივე მეორდებოდა. Თან ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ, მათ ემოციებს სიყალბეს ნამდვილად ვერ დასწამებდი. Უცნობი მეუბნება, Სამი კაცი ერთად გიყურებდითო, ერთანეთს ვეჯიბრებოდით ხელის მოძრაობებს შენსავით ვინ გააკეთებდა და ვერაფრით ვშვრებოდითო… ერთმა მითხრა, ისეთი ილეთები იყო და კაბა ისე მოძრაობდა ადამიანს ეგონებოდა, მოცეკვავე წყალზე ლივლივებსო…
Ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ ამ ამბავში სხვა რამე უფროა მნიშვნელოვანი. Კონცერტის შემდეგ დღემდე, ახალ ადამიანს როცა ვიცნობ, აუცილებლად ვიღებ კითხვას – შენ ხომ არ ხარ ის გოგო, ტალანტ-შოუზე ქართული ცეკვა რომ იცეკვაო. თითქოს პატარა რამეა, მაგრამ მანამდე რომ ვიტყოდი საქართველოდან ვარ-მეთქი, ბევრმა არ იცოდა ასეთი ქვეყანა საერთოდ თუ არსებობდა. Ახლა კიდევ პირიქითაა, იგივე ხალხი ზუსტად იმით მცნობს, რომ ქართველი ვარ…”-წერს ანასტასია .
ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...
ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...
საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...
ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...
2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...
დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...
ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...