მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული.
მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მამაკაცმა სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, ყოფილ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება19-109, 376-ე მუხლებით დაიწყო.