LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სად არის ბიჭი, რომელმაც თვითმფრინავით 4 საზღვარი დაარღვია და წითელ მოედანზე დაეშვა

სად არის ბიჭი, რომელმაც თვითმფრინავით 4 საზღვარი დაარღვია და წითელ მოედანზე დაეშვა

დაპოსტა 2022/10/26-ში
A A
131
ნახვა
გაზიარება

გერმანიის ქალაქ ვედელში მცხოვრებმა, 18 წლის მოყვარული მფრინავმა მატიას რუსტმა 1987 წლის 28 მაისს მსუბუქძრავიანი თვითმფრინავით (Cessna-p172) 1000 კმ-ზე მეტი იფრინა, ოთხი სახელმწიფოს საზღვარი გადაკვეთა და წითელ მოედანზე დაეშვა, ცოტა ხანს ტურისტებისა და უშიშროების კამერების წინ იპოზიორა, შემდეგ კი წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

სასჯელი

 

სამი თვის შემდეგ საბჭოთა სასამართლომ ახალგაზრდა გერმანელს ბრალი სამ დანაშაულში დასდო – ხულიგნობა, ავიაგადაფრენების წესების დარღვევა და სსრკ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

განაჩენი საბჭოთა სასამართლოსთვის რეკორდულად სწრაფად – პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს გამოიტანეს. მატიას რუსტს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აქედან საბჭოთა ციხეში ერთი წელიც არ მოუხდია – 1988 წლის აგვისტოს დასაწყისში, უიღბლო მოგზაურს ამნისტია შეეხო და ის საბჭოთა კავშირიდან გააძევეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა არმიის ხელმძღვანელებთან შედარებით, რუსტი მსუბუქად დაისაჯა – ახალგაზრდამ რამდენიმე თვე სხვა პატიმრებთან შედარებით კომფორტულ პირობებში გაატარა, ხოლო ასობით საბჭოთა სამხედროს კარიერას სამუდამოდ წერტილი დაესვა.

დაუპატიჟებელი სტუმრის წითელ მოედანზე დაშვებისთანავე თანამდებობიდან გადააყენეს სსრკ თავდაცვის მინისტრი სერგეი სოკოლოვი. ყველაფერთან ერთად, რუსტის ვოიაჟი, ბედის ირონიით, საბჭოთა სასაზღვრო ჯარების დღეს – 28 მაისს დაემთხვა.

 

ვერსიები – ვინ არის მატიას რუსტი?

რა თქმა უნდა, რუსტის ნაბიჯს უამრავი შეთქმულების თეორია და ჰიპოთეზა მოჰყვა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გერმანელი ბიჭის წითელ მოედანზე დაშვება დასავლური ან საბჭოთა სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილი ქმედება იყო.

საბჭოთა სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილი ქმედება იყო.

ასეა თუ ისე, სამშობლოში რუსტს განსაკუთრებული პატივით არ დახვედრიან. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას კომუნისტებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებდა, მაგრამ რუსტის „სიგიჟის“ გამო მისი გაფუჭებაც არ სურდა.

თავიდან გერმანიაში რუსტის წინააღმდეგ გამოძიებაც კი დაიწყეს და ფრენის უფლება ჩამოართვეს, მაგრამ შემდეგ ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა..

ფრენის აკრძალვის გარდა, მატიასისთვის ლეგენდარულ მოგზაურობას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

წელიწად-ნახევრის შემდეგ მოყვარული მფრინავი ისევ ციხეში აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად გერმანულში. საქმე ის გახლავთ, რომ მატიასს ჯარში არასოდეს უმსახურია და სამშობლოში დაბრუნებისთანავე ალტერნატიული სამხედრო სამსახური – საავადმყოფოში მოწყალების ძმად მუშაობა დაავალეს. სწორედ ამ საავადმყოფოში ახალგაზრდამ მედდის მოხიბვლა სცადა და როდესაც გოგონამ მის გრძნობებს არ უპასუხა, დანით დაჭრა. სხვადასხვა ვერსიით, მატიასს 2,5-წლიანი ან 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ამჯერადაც გაუმართლა და სასჯელის მხოლოდ ნაწილი მოიხადა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ რუსტი ხან კომერციული საქმიანობით იყო დაკავებული, ხან მსოფლიოში მოგზაურობდა. ამბობენ, რომ ის რუსეთშიც ჩავიდა, სადაც სამი კვირის განმავლობაში მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრას უშედეგოდ ცდილობდა. მოგვიანებით, პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ მატიასი ინდოელ ქალზე დაქორწინდა და ინდუისტი გახდა.

სად არის რუსტი დღეს?

2000-იანი წლების დასაწყისში რუსტი მაღაზიაში ქაშმირის პულოვერის ქურდობის ფაქტზე დაიჭირეს. ამ ინციდენტმა პრესაში გერმანელი ავანტიურისტის თემა ისევ გაააქტიურა.

ცნობილია, რომ ამჟამად მატიასი პოკერს პროფესიულ დონეზე თამაშობს და ამით მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს.

ისტორიული ფრენის 25 წლის იუბილეზე, რუსტმა მოგონებების წიგნი გამოაქვეყნა, თუმცა ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. იმავე წელს რუსტის შესახებ გამოვიდა დასავლური დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “კრემლის პილოტი”. რუსტი პრემიერაზე მიიწვიეს, თუმცა ის იქ არ გამოჩენილა.

წყარო: Funtime.ge

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"