„ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ძალიან საინტერესო მშენებარე პროცესი აქვს, ვგულისხმობ ტემპს და ხარისხს. შენდება ევროპული სტანდარტების უნივერსიტეტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნივერისიტეტი ევროპის მასშტაბით. დასრულებულს ვიხილავთ მომავალ წელს და 2020 წელს ტექნოლოგიური უნივერისტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.“ – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერძიემ „მეგა ტვ“-ის გადაცემაში „დისკურსი“.
აქვე იმერეთის გუბერნატორი ქალაქში ელექტრომობილების ქარხანასაც შეეხო და აღნიშნა რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება.
„ელექტრომობილების ქარხნის პრეზენტაცია და დაანონსება ძალიან შთამბეჭდავი იყო, ისევე როგორც პროექტია შთამბეჭდავი. მშენებლობის ფაზა ჯერ არ დაწყებულა, პროცესი დაკავშირებულია ნებართვებთან, რომელიც დასრულდება უახლოეს პერიოდში და მშენებლობაც დაიწყება ერთი თვის მანძილზე. წლის ბოლოსთვის, ერთი ხაზი ქარხნის უკვე დასრულებული იქნება და გვქენა შესაძლებლობა რომ, მომავლი წლის დასაწყისში პირველი ქართული ავტომობილი გამოვიდეს. მე არ ვთვლი რომ ეს არის შორეული მომავალი. ძალიან ბევრი ადამიანია მსურველი, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებები. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, რომ გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ავტომანქანებზე, რომ პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს.
ელექტრომობილების ქარხანაში 2 500-დან 3-000-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროფესიული კოლეჯების როლს გავაძლიერებთ და ის პროფესიები რაც ამ მიმართულებით იქნება საჭირო, იქნება შესწავლილი.“ – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერძიემ „მეგა ტვ“-ის გადაცემაში „დისკურსი“.