პოეტმა ირმა ქურასბედიანმა ნატა ვიბლიანს ლექსი მიუძღვნა
,,ჩემი სოლიდარობა ნატა ვიბლიანს”
რახანია შენს დიდ ტკივილს
ამბად ვისმენ ნატა,
კიდე უფრო მეტად ვწუხვარ,
მეც სვანი ვარ რადგან.
დღემდე როგორ მოაღწიე,
როგორ შესძელ, როგორ,
შენ ბავშვობა წართმეულო,
დატანჯულო გოგო.
მიკვირს, რომ არ გაბოროტდი,
ვერ გაგტეხა დარდმა,
თოთო ბავშვმა საგოლგოთე,
რომ იწვნიე ჯვარცმა.
ჯავრი დუმილს მიაბარე,
წლებს, ტანჯვათა გამძლებს,
რომ მსგავსი რამ არ ენახათ,
შენს პატარა და-ძმებს.
სული წყარო ანკარაა,
ტკბილია და მწარეც,
ვერ იმეტებ შენ მშობლიურ,
და შენს გამზრდელ სვანეთს.
სვანეთს შენი დიდი პაპის ,
საამაყო სვანის,
და უდროოდ გარდაცვლილი
გულგაგლეჯილ მამის.
სისხლი ზეცას შესჩუხჩუხებს
და სამართალს ითხოვს,
თვალ-ყურს ნუღარ დავიბრმავებთ,
რომ არ გვესმის ვითომ.
ვაი კაცებს, სისხლდაცლილებს,
უხსენებელ ყბედებს,
ვაი მაგათ ძუძუდამწვარ,
თავებმოჭრილ დედებს.
ვინ გაგზარდათ ასეთებად,
მკერდში ქვა რომ გიდევთ,
სვანეთს ყიდით ვერცხლის გროშად,
ვით იუდა ქრისტეს.
გვესმის, კიდევ უფრო მეტად,
უსაშველო განცდად,
რამდენიმე გარეწრისთვის
სვანეთს ნუ გვილანძღავთ.
დამნაშავე არის ყველა,
ვინც იქ იყო თუნდაც,
იცოდა და არას იქმნდა,
მაინც მხდალად დუმდა.
ყოჩაღ ნატა ჩემო გოგო,
ჩემო შვილო, დაო,
მართალი ხარ და სიწრფელით
სამართალთან დაობ.
ხომ გვსმენია მსგავსი სჭირდეს,
ბევრ სოფელს თუ ქალაქს,
მარიტას რომ ციციკორე,
ქვას ესვრის და ტალახს.
სამართალი გზას იპოვის,
საოცნებო ნატვრად,
ობლის კვერი გამოცხვება,
ღმერთი შენსკენ ნატა.
#ირმაქურასბედიანი
#ნატავიბლიანი










