LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბენზინი შემთხვევით გადაასხა სიგარეტიც შემთხვევით დაუვარდა?-წყალტუბოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

დაპოსტა 2022/10/08-ში
A A
430
ნახვა
გაზიარება

უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? – პოლციამ შემზარავი ტრაგედიიდან ორი თვის თავზეც ვერ დაადგინა რა გახდა 37 წლის ქალის, 5 შვილის დედის სიკვდილის მიზეზი.

გარდაცვლილის ბებია, 84 წლის ნანი ჭრელაშვილი დარწმუნებულია,  რომ მის შვილიშვილს ბენზინი ქმარმა გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა. ხანდაზმული ამტკიცებს, რომ ხუთი შვილის დედაზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა.

ტრაგედია 7 აგვისტოს წყალტუბოში დატრიალდა. 34 წლის თეონა დოღანაძე სოფელ პატრიეკთში მეუღლესთან და 5 მცირეწლოვან  შვილთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივებმა ქალის განწირული ყვირილის  შუადღისას გაიგეს, ცეცხლმოკიდებული თეონა  შველას ითხოვდა.

კლინიკაში გადაყვანის მომენტში 5 შვილის დედა კონტაქტური იყო, თუმცა რამდენმე საათში მოულოდნელად  გარდაიცვალა. ის პალატაში მეუღლესთან ერთად მოათავსეს, რომელიც ბებიის მტკიცებით მას დაწვას უპირებდა.

შემზარავი ტრაგედიის საქმეში, უბედური შემთხვევის ვერსიას ერთი გარემოება თავდაყირა აყენებს, თუ ქალს ქმარმა ბენზინი შემთხვევით გადაასხა, მაშინ რატომ ჰქონდა მას დაზიანებები ყელის არეში?!

კაცი, რომლსაც ცოლის ჯერ განზრახ დაწვაში და შემდეგ მკვლელობაში ადანაშაულებენ, 35 წლის სოსო შენგელიაა. ის პოლიციამ ერთხელ გამოკითხა, თუმცა არ დაუკავებიათ.

კაცი “შაბათის ეთერთან” ამტკიცებს, რომ ბენზინი ცოლს შემთხვევით გადაასხა, სიგარეტიც შემთხვევით დაუვარდა, რასაც აალება მოჰყვა.

34 წლის კაცი ცოლის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს, ამბობს, რომ თეონა  დოღანაძე არასწორი მკურნალობის მსხვერპლია.

შეეწირა თუ არა ქალი არასწორ მკურნალობას? იმყოფებოდა თუ არა ადგილზე ექიმი? რა მოხდა პალატაში? იყო თუ არა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის უსაფრთხოება დაცული კლინიკაში და რატომ მოათავსეს ქალი სავარაუდო მოძალადესთან ერთად ერთ პალატაში? – ამის გასარკვევად “შაბათის ეთერი” ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე, დამწვრობის ცენტრში მივიდა. კლინიკაში ჟურნალისტების გამოჩენას პირველივე წუთებიდან პერსონალის აგრესია მოყვა.

განხორციელდა თუ არა ძალადობა ქალზე კლინიკაში და რა მოხდა 7 აგვისტოს გარცავლილის საცხოვრებელ სახლში ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს. პროკურატურის გადაწყვეტილების მოლოდინშია კაცი რომლსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ და გარდაცვლილის ბებიაც, რომლიც 2 თვეა ერთადერთი შვილიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვს.

წყარო:tvpirveli.ge

თეგები: თეონა დოღონაზემკვლელობა წყალტუბოშიპატრიკეთიწყალტუბო
გაზიარება172

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"