საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის მკაცრად გმობს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს კანონს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახეს, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს”. – წერის ირაკლი ღარიბაშვილი.










