“საოკუპაციო შენატანი” 1000 ლარის ოდენობით, რუსეთის თითოეული მოქალაქისთვის ვინც გადმოკვეთს საზღვარს ანდა უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.
საოკუპაციო შენატანის გადახდით მოხდება აღიარება რომ რუსეთი აგრესორია და ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები; ერთგვარი შემაკავაბელი ბარიერი იქნება უკონტროლო მიგრაციის.
საოკუპაციო შენატანი მიემართება დევნილთა დახმარების ფონდში რომელიც შეიქმნება შესაბამის სამინისტროში და მიემართება მხოლოდ დევნილების საჭიროებებისთვის.
სტატისტიკით, დღევანდელი მდგომარეობით 300 000 მეტი რუსეთის მოქალაქეს აქვს გადმოკვეთილი საქართველოს საზღვარი…- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.










