ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე ერთმანეთს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ. ინფორმაციის გაჟღერებისთანავე ტაბლოიდები განშორების მიზეზებით აჭრელდა. გაჟღერდა სახალისო და აბსურდული ვარაუდებიც, თითქოს ლეო 25 წელზე უფროს გოგონებს აღარ ხვდება.
ახლახან კი გამოცემა The Sun-მა ახალი დეტალები გაასაჯაროვა:
„კამილა ლეოს იმიტომ დაშორდა, რომ მას სახლში ჯდომა და ბავშვების გაჩენა არ სურდა, ის ლეონარდოზე გაბრაზებულია, რადგან მსახიობ მას კარიერულ ზრდაში არ ეხმარებოდა“, – აცხადებს ინსაიდერი.
გამოცემის ცნობით, ლეო ოჯახის შექმნა სურდა, მოდელს კი სახლში ჯდომისა და შვილების გაჩენის პერსპექტივა არ ხიბლავდა, ამიტომ მან 47 წლის ოსკაროსანი მსახიობი თავად მიატოვა.