,,ქუთაისი თავისუფლებისთვის” – ქუთაისში აქცია გაიმართება. აქცია 18:00 საათზე მესხიშვილის თეატრთან დაიწყება. მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებასა და რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.
“არ ვთმობთ იმას, რაც ჩვენია! ქვეყანას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა. აღარ ვაპირებთ შევეგუოთ ცირკს, რომელსაც ეკრანებიდან ვუყურებთ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნეიტრალური ინსტიტუტები – ყველანი აღნიშნავენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება ნორმალური არ არის და შეაფერხებს ჩვენს განვითარებას. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადმოკვეთა წითელი ხაზი და პროპორციული არჩევნების მისი სცენარით ჩაგდება არის ის, რის პატიებასაც არ ვაპირებთ! მატყუარები არ უნდა მართავდნენ ქვეყანას! პრორუსი ოლიგარქები არ უნდა მართავდნენ საქართველოს! ერთად ერთის წინააღმდეგ!” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საპროტესტო აქცია-მსვლელობა “ჩვენ გადაგვაგდეს” ქუთაისში გუშინაც გაიმართა.
“ნაძირალა ბიძინამ გადაგვავდო” – ქუთაისში საარჩევნო ცვილების ჩავარდნას აქციით გამოეხმაურნენ