LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1804 ლარი გახდა

როგორი იქნება ვალუტის კურსი დღეს

დაპოსტა 2022/09/21-ში
A A
120
ნახვა
გაზიარება

ENG  GEO
  • ახალი ამბები
  • ვიდეო

  • სპორტი
  • გადაცემები
  • პროგრამა
  • ჩვენ შესახებ
  • ფოტორეპორტაჟი

1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია – რა ვიცით ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელის შესახებ
დღეს, 00:45

7587

რა ვიცით თავდამსხმელის შესახებ

“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია. არსებული ინფორმაციით, 37 წლის ნარსია წარმოშობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯადანაა. დღის განმავლობაში მის ვინაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. ერთ-ერთის მიხედვით, თავდამსხმელი საქართველოში ემიგრაციიდან, პოლონეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სამორინეში თანხა ჰქონდა წაგებული,  თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. გრიგოლ ნარსია ამჟამად იმერეთის სამხარეო დეპარტამენტის შენობაში იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თავდამსხმელს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თავდასხმის ქრონოლოგია

ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმა დღეს დილით, დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, თავდაპირველად შეიარაღებული მამაკაცი სამოქალაქო ტანისამოსში იყო, ფილიალში შეჭრის შემდეგ კი სამხედრო ფორმა ჩაიცვა.

ვიდეოკადრებში, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მძევლების მიერ ვრცელდებოდა, ჩანდა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო და მას ნიღაბი ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. მას ასევე ეცვა ბრონის ჟილეტი და სხეულზე მიმაგრებული ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი ნივთი. ვიდეოკადრებში კარგად ჩანდა, რომ მამაკაცს მარცხენა ხელში ეჭირა ამ მოწყობილობების სამართავი პულტი, მარჯვენა ხელში კი, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეკავა, რომელიც წებოვანი ლენტის საშუალებით ჰქონდა ხელზე მიმაგრებული. თავდამსხმელს თან ჰქონდა დანა და ცეცხლსასროლი იარაღი. სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობები თავდამსხმელს დამაგრებული ჰქონდა ბანკის შიდა ტერიტორიაზეც.

შეიარაღებულმა პირმა შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში 14 პირი აიყვანა მძევლად. მალევე, მძევლებს მოსთხოვა სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩართვა და სწორედ მსგავსი საშუალებით გახდა ცნობილი მისი მოთხოვნები. მან სამართალდამცველებს სამი საათი მისცა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მძარცველი რუსულ დროშას, ანკესს, მიკროავტობუსი ბანკის შენობის წინ, ვერტმფრენს და თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, ხოლო დღის ბოლოს 1.5 მილიონ დოლარს მოითხოვდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დღის ბოლოს, სამართლდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს და ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...

დაწვრილებითDetails

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"