LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას – IRI

დაპოსტა 2019/11/19-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციაში ნათქვამი.

„გარდა ამისა, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, IRI-ის ცნობით, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება.

IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

თეგები: IRIარჩევნებიკვლევაპროპორტციული სისტემა
გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

“ჩვენი ცხონებული თორნიკეს და და დისშვილი…” -რა ინფორმაცია ვრცელდება აჭარაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
“ჩვენი ცხონებული თორნიკეს და და დისშვილი…” -რა ინფორმაცია ვრცელდება აჭარაში დატრიალებულ ტრაგედიაზე
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ აჭა­რა­ში. ქო­ბუ­ლე­თი ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­სა­მე პირი - კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში პატიმარი შიმშილობს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწერსებულებაში პატიმარი შიმშილობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსჯავდებულის ოჯახის წევრი იზო ლეჟავა ავრცელებს. როგორც ის ყვება, ავთანდილ სალდაძე უკვე მესამე დღეა რაც შიმშილობს, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ფაქტს მალავს....

დაწვრილებითDetails

შაურმაში სალმონელა აღმოაჩინეს – დახურეს საწარმო

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
აღმოჩნდა აერობული მიკროორგანიზმები ობისა და საფუარის სოკოები -რას წერს სურსათის ეროვნული სააგენტო
მთავარი

შაურმაში სალმონელა აღმოაჩინეს - ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტო ავრცელებს. სამსახურმა საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა როგორც სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში „სთრით...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს ეძებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
იტალიაში, ქართველ ემიგრანტს ეძებენ
მთავარი

იტალიაში, 10 დღის წინ გაუჩინარებულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ. ნეაპოლში, ქართველი ემიგრანტი მიშა/მიხეილ გეგუჩაძე გაუჩინარდა. 10 დღის წინ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ამდენი დღეა კონტაქტზე არ გამოსულა ოჯახთან... მისი კვალიც...

დაწვრილებითDetails

“გოგონები ჯერ ვერ მეტყველებენ..” – როგორია ავარიისას დაშავებული დების მდგომარეობა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
“გოგონები ჯერ ვერ მეტყველებენ..” – როგორია ავარიისას დაშავებული დების მდგომარეობა
მთავარი

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს, ნი­ა­კოს და თა­თუ­ლის. მათი ამ­ბა­ვი ყვე­ლამ გულ­თან მი­ი­ტა­ნა და ყვე­ლა ელო­დე­ბა ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბის სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­ა­ვა­რია 2024 წლის 12...

დაწვრილებითDetails

ისრაელში საქართველოს საელჩოსთან ჭურვი ჩამოვარდა – რა ინფორმაციას ავრცელებს საელჩო

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ისრაელში საქართველოს საელჩოსთან ჭურვი ჩამოვარდა – რა ინფორმაციას ავრცელებს საელჩო
მთავარი

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან ჭურ­ვი ჩა­მო­ვარ­და, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს. "ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას. დღეს, იმ შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე...

დაწვრილებითDetails

აზერბაიჯანში, საქართველოს მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

აზერბაიჯანში, საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. 68 წლის იოსებ გოგილაშვილს მატარებელი დაეჯახა. ინციდენტის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

„გაყინული ვარ, გვანცა, სესო” – ცნობილია აჭარაში ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
„გაყინული ვარ, გვანცა, სესო” – ცნობილია აჭარაში ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ აჭა­რა­ში. ქო­ბუ­ლე­თი ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­სა­მე პირი - კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

2025 წლის აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის შემდეგ შეეძლებათ – სწორედ ამ დროს გამოუჩნდება თითოეულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აპლიკანტს პირადი...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 09:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"