რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს თაობებს შორის ურთიერთგაგება თითქმის არ არსებობს – მშობლებს თქვენი არჩევანი არ მოსწონთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ. სასურველია, დღესვე ამოიღეთ ხორცი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. მოერიდეთ ნერვიულობას, რომელიც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
კურო
ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანთან.
ტყუპები
ეს დღე თამამი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელია. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში დაბრუინება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ. თქვენი იდეები კოლეგებისა და უფროსების მოწონებას დაიმსახურებენ და სამსახურებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან.
კირჩხიბი
ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ, რადგან თქვენთვის სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს და ეცადეთ დაუფიქრებელი სიტყვით არ გაანაწყენოთ.
ლომი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს და გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. შესაფერისი დროა მეგობრებთან შეხვედრების, პარტნიორობისთვის და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გაატაროთ.
ქალწული
ამ დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კამათი გელით, მაგრამ ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საყვარელ ადამიანებს დაუფიქრებელი სიტყვით გული არ ატკინოთ. თუ სამსახურში დაგვიანება თქვენი ცხოვრების წესად იქცა, საიმედო მაღვიძარა უნდა შეიძინოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა მივლინებებისა და მოლაპარაკებებისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. კოლექტიური საქმიანობა და ერთობლივი ღონისძიებები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ, თუმცა, ინდივიდუალური შემოქმედების თვალსაზრისით, შესანიშნავი დღეა. მოერიდეთ ნერვიულობას, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
მორიელი
პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს დიდებულ მოსავალს მოიმკით. ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ახალი ნაცნობობას, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
მშვილდოსანი
მოდუნდით და დაისვენეთ – თქვენი აქტიურობა სასურველ შედეგს არ მოიტანს. თუ ჩხუბის დროს კონფლიქტის მხარეების შერიგებას ცდით, ამით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამთ. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, თუმცა ფული ისევე სწრაფად გაქრება, როგორც გაჩნდა.
თხის რქა
არახელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებში ვიზიტისთვის, გირჩევთ რამდენიმე დღე მოიცადოთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.
მერწყული
ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან.
თევზები
თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ეს დღე ძალიან ხელსაყრელია მოგზაურობისთვის. კრიზისულ სიტუაციაში შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.