LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია

შსს პარტიებს და აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირების შეწყვიტეტისკენ მოუწოდებს

დაპოსტა 2019/11/18-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ.

უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პარლამენტის მუშაობისთვის ხელშეშლა კანონით იკრძალება.

„17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები.

ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თეგები: არჩევნებიაქციაპარლამენტიპიკეტირებაშსს
გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში ჭალის დასახლებაში მანქანა დაეჯახა. შეჯახება 4 ნოემბერს თამარ მეფის გამზირზე მოხდა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს მოძრაობის...

დაწვრილებითDetails

” მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას უნდა აყალიბებდეს უცხოელი” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა – ირაკლი ქადაგიშვილი
მთავარი

ეს განცხადება - „თვითნებურად დაკავებულები“ ნიშნავს, რომ საერთოდ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა....

დაწვრილებითDetails

” „ოცნებას“ არჩევნების თავად მოგების რესურსი არ აქვს” – გიორგი სიორიძე

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია” – გიორგი სიორიძე
მთავარი

"ქართული ოცნება“ ყოველთვის მაშინ იღებს ხოლმე მსგავს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც ხედავს კონკრეტულ ხიფათებს, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს....

დაწვრილებითDetails

“ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის” – დავით ნარმანია

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ელექტროენეგიაზე ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს- სემეკი გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს
მთავარი

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც „შეძლებული არიან“ და ბუნებრივ აირს აუზების გათბობისთვის იყენებენ, შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდება. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მცირე მოხმარების მქონე მოსახლეობისთვის ფინანსური...

დაწვრილებითDetails

გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს – განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა – ვასო ურუშაძე

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა – ვასო ურუშაძე
მთავარი

მინდა ვკითხო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - რატომ არ არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და მრეწველობის განვითარება? რატომ აქვს აზარტულ თამაშებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იგეგმება

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში  რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იგეგმება
მთავარი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა
მთავარი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. „გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე,...

დაწვრილებითDetails

4 არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია, - ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"