LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეიდან რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ზრდის

დღეიდან რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ზრდის

დაპოსტა 2022/08/01-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე წინა თვის 8615,9-დან 15,987,1 რუბლამდე (148-დან 275 დოლარამდე), შროტზე კი 1819-დან 2,265,4 რუბლამდე (31,5-დან 39 დოლარამდე) იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.

 

 

მზესუმზირის ზეთზე აგვისტოს საბაჟო განაკვეთი ტონაზე 1873,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში ტონაზე 8615,9 რუბლის (148 დოლარის) ოდენობის გადასახადი მოქმედებდა, რომლის ღირებულებაც 1800,2 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო გამოთვლილი.

 

 

რაც შეეხება შროტს, აგვისტოს საექსპორტო გადასახადი ტონაზე 304,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში მისი ოდენობა ტონაზე 1819,1 რუბლს (31,5 დოლარს) შეადგენდა, რაც 312,8 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო დადგენილი.

 

 

ცნობისათვის, რუსეთში მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის არის შემოღებული, ხოლო შროტის ექსპორტზე გადასახადი 1-ლი მაისიდან დადგინდა და იმავე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

 

 

ექსპერტების პროგნოზით, საექსპორტო გადასახადის გაზრდა მზესუმზირის ზეთის ისედაც ჩავარდნილ ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს. ანალიტიკური კომპანია „პროზერნოს“ გენერალური დირექტორის, ვლადიმერ პეტრიჩენკოს შეფასებით, ივნისში ჩავარდნა სწორედ მაღალმა, 525 დოლარის ოდენობის საექსპორტო გადასახადმა გამოიწვია, მაშინ, როცა მაისში ეს გადასახადი 372,2 დოლარს შეადგენდა. მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო კვოტებიც, რომელიც 15 აპრილიდან დაწესდა, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს. პეტრიჩენკო ნაკლებად მოელის, რომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე თუნდაც წინა, 1,5 მილიონი ტონის კვოტა შესრულდება, რადგან 15 აპრილიდან, ანუ კვოტის დაწესების დღიდან მხოლოდ 500 ათასი ტონა ზეთი არის ექსპორტირებული.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2.3-ჯერ შემცირდა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 17 592 ტონა 26 მლნ ლარის ზეთი იყიდა, წელს ქვეყანაში 7 385 ტონა 13.9 მლნ ლარის პროდუქტი შემოვიდა. შემცირდა ასევე რუსეთიდან იმპორტიც, კერძოდ, 2021 წლის 6 თვეში ჩრდილოეთიდან შემოვიდა 15,336 ტონა მზესუმზირის ზეთი, ჯამში 22,559 მლნ დოლარის ღირებულების, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,489 ტონა, 10225 მლნ დოლარის ღირებულების.

 

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 12 ნოემბრისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს ” – ლაშა ხუციშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა…მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 2024 წელსაც” – ლაშა ხუციშვილი
ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს - ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით, მაგრამ გაძვირებას განაგრძობს. ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი ლითონი, 0.26%-ით გაძვირდა და თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 4 116 დოლარი გახდა. მცირედით გაძვირებულია ვერცხლიც და ამ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი?

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიოში ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულებამ 4 094 დოლარი შეადგინა, რაც დღიურად 0.69%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნცია...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს – განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5955 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"