LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეიდან რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ზრდის

დღეიდან რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ზრდის

დაპოსტა 2022/08/01-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე წინა თვის 8615,9-დან 15,987,1 რუბლამდე (148-დან 275 დოლარამდე), შროტზე კი 1819-დან 2,265,4 რუბლამდე (31,5-დან 39 დოლარამდე) იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.

 

 

მზესუმზირის ზეთზე აგვისტოს საბაჟო განაკვეთი ტონაზე 1873,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში ტონაზე 8615,9 რუბლის (148 დოლარის) ოდენობის გადასახადი მოქმედებდა, რომლის ღირებულებაც 1800,2 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო გამოთვლილი.

 

 

რაც შეეხება შროტს, აგვისტოს საექსპორტო გადასახადი ტონაზე 304,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში მისი ოდენობა ტონაზე 1819,1 რუბლს (31,5 დოლარს) შეადგენდა, რაც 312,8 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო დადგენილი.

 

 

ცნობისათვის, რუსეთში მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის არის შემოღებული, ხოლო შროტის ექსპორტზე გადასახადი 1-ლი მაისიდან დადგინდა და იმავე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

 

 

ექსპერტების პროგნოზით, საექსპორტო გადასახადის გაზრდა მზესუმზირის ზეთის ისედაც ჩავარდნილ ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს. ანალიტიკური კომპანია „პროზერნოს“ გენერალური დირექტორის, ვლადიმერ პეტრიჩენკოს შეფასებით, ივნისში ჩავარდნა სწორედ მაღალმა, 525 დოლარის ოდენობის საექსპორტო გადასახადმა გამოიწვია, მაშინ, როცა მაისში ეს გადასახადი 372,2 დოლარს შეადგენდა. მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო კვოტებიც, რომელიც 15 აპრილიდან დაწესდა, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს. პეტრიჩენკო ნაკლებად მოელის, რომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე თუნდაც წინა, 1,5 მილიონი ტონის კვოტა შესრულდება, რადგან 15 აპრილიდან, ანუ კვოტის დაწესების დღიდან მხოლოდ 500 ათასი ტონა ზეთი არის ექსპორტირებული.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2.3-ჯერ შემცირდა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 17 592 ტონა 26 მლნ ლარის ზეთი იყიდა, წელს ქვეყანაში 7 385 ტონა 13.9 მლნ ლარის პროდუქტი შემოვიდა. შემცირდა ასევე რუსეთიდან იმპორტიც, კერძოდ, 2021 წლის 6 თვეში ჩრდილოეთიდან შემოვიდა 15,336 ტონა მზესუმზირის ზეთი, ჯამში 22,559 მლნ დოლარის ღირებულების, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,489 ტონა, 10225 მლნ დოლარის ღირებულების.

 

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 61%-ით გაიზარდა და 2.331 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან
ეკონომიკა

2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა...

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას...

დაწვრილებითDetails

ბიტკოინის ფასი კვლავ ეცემა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ბიტკოინის ფასი 90 ათას დოლარს უახლოვდება – მორიგი რეკორდი
ეკონომიკა

ბიტკოინის ფასი თითქმის 3%-ით დაეცა და 80 000 დოლარს ჩამოსცდა. Bloomberg-ის ცნობით, კრიპტოვალუტამ კლება აშშ-ის შრომის ბაზრის მოსალოდნელზე უკეთესი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. 80 000-იან ნიშნულს ბიტკოინმა 3 სექტემბერს გადააჭარბა....

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა აგვისტოში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 2-დან 14 თეთრამდე გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია
ეკონომიკა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 2-დან 14 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას გამოცემა BMG ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში საწვავი მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე ძვირდება. მათივე ცნობით, Gulf-ის ქსელში საწვავი...

დაწვრილებითDetails

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 2 471 ლარს გაუტოლდა – „საქსტატი“

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67.5 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ზრდის...

დაწვრილებითDetails

ფასები პროდუქტებზე აგვისტოშიც გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"