პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილით დასტურდება, რომ ის პოლიტიკიდან არ წასულა და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს მართავს, არამედ მთავარი პროპაგანდისტული კამპანიის მესიჯებსაც.
როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შიშზე დაფუძნებული მართვის სტილი და ახალი პროპაგანდისტული მესიჯი იყო სწორედ პირდაპირ ივანიშვილის მთავარი სათქმელი.
„ამ წერილით აზრის ფრაგმენტები შეიკრა და დადასტურდა, რომ მთელი იმ კამპანიის უკან, რომელიც ორკესტრირებულად დაიწყეს „ქართული ოცნების“ სპიკერებმა, შემდეგ ძალიან ეხამუშათ და ამიტომ, 3 ადამიანი გამიჯნეს თავისი პარტიიდან, რომ შემდეგ მათ გაეგრძელებინათ ის რიტორიკა და პროპაგანდა, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე იმ სამეულის უკან დგას ერთი კაცი-ბიძინა ივანიშვილი.
მისი მესიჯბოქსიც იყო სწორედ ის რიტორიკა, რითაც კვებავდნენ და აშინებდნენ ქართულ საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში.
შიშზე დაფუძნებული მართვის სტილი და ახალი პროპაგანდისტული მესიჯი იყო სწორედ პირდაპირ ივანიშვილის თავში მოხარშული და ივანიშვილისგან მომდინარე.
თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს ჰგონია, ეს წერილი კარგია მათთვის და მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, მაინც და მაინც მათ მაღალ ინტელექტზე არ საუბრობს.
„ქართული ოცნება“ წლებია უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა, დასტურდება, რომ არსადაც არ წასულა, რომ ის მართავს არა მხოლოდ პროცესებს, არამედ მთავარი პროპაგანდისტული კამპანიის მესიჯებსაც“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან, ნაცვლიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რეალურად, ივანიშვილია ქვეყნის არაფორმალური მმართველი.
„სირცხვილი თქვენს თავს, თქვენ არავინ არაფრად მიგიჩნევთ, შესაბამისად, გაგწევენ ხოლმე გვერდით და როცა მნიშვნელოვანი საკითხებია, პირდაპირ ივანიშვილთან მიდიან.
ყველა შემთხვევაში, ეს არის უმძიმესი ამბავი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და ასევე, თანამდებობის პირებისთვის. ე.ი არც პარლამენტის თავმჯდომარეა ამ ქვეყანაში არაფერი, არც პრემიერ-მინისტრი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიხარულით აიტაცეს ახლა ეს ამბავი, თქვენთვის ეს ძალიან მძიმე ამბავია ჩემო კარგებო“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის მისამართით.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა.
როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა










