დილას მომხდარი მიწისძვრის შედეგად თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ფრესკები კვლავ ჩამოიშალა. ინფორმაციას „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს.
“საგანგებო განცხადება 
ფრესკები ჩამოიშალა 2 მაისის მიწისძვრის დროსაც, რის გამოც 5 მაისს “საყდრისის კომიტეტმა” ოფიციალური წერილით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დაუყოვნებლივ ქმედითი ღონისძიებების გატარება მოითხოვა, თუმცა ამაოდ.”

შეგახსენებთ, 11 ივლისს, დილით 07.36 საათიდან 12:00 საათამდე საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა 6 ჯერ მოხდა.










