,,მაგიდაზე უბრახუნა ხელები. ორსულ ადამიანს სკანდალი მოუწყო და კლინიკიდან გამოაგდო” – როგორც სოციალურ ქსელში ალიმი ხერხაძე ხერხაძე წერს, მის მეუღლეს ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში უდიერად მოიქცნენ, კლინიკამ გამოაგდეს და კუთვნილი მომსახურების მიღებაზე უარი უთხრეს. როგორც ალიმი ხერხაძე განმარტავს ამის მიზეზი მათი მხრიდან კლინიკის მიმართ უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა გახდა.
,,მეგა ტვ” ალიმი ხერხაძისა და მისი მეუღლის პოსტებს უცვლელად გთავაზობთ.
,,ხონელიძის კლინიკა • Khonelidze Clinic VS ჩვენ. ნაწილი II
ჩემი ორსული მეუღლე, კლინიკის დირექტორის მოადგილე ქალბატონმა ნესტან იაშვილმა დღეს კლინიკიდან გამოაგდო და უთხრა რომ ეს კლინიკა მას მომსახურებას აღარ გაუწევს. მისი თქმით კლინიკის დირექტორიც საქმის კურსშია და თანახმაა ვიზიტზე მისული ლელა კლინიკის აღრიცხვიდან მოეხსნათ.
პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. მე და ჩემი მეუღლე მადლობას ვუხდით ერთ-ერთ საუკეთესო ექიმ-გინეკოლოგს და ადამიანს დავით ხინგავას, ვის გამოც დადიოდა ლელა ამ კლინიკაში.
კლინიკაში არსებულ გადაცდომასა და ჩვენთვის მიუღებელ ფაქტზე 2 ივნისს დავწერე პოსტი, რომელსაც კომენტარებში ვდებ. პოსტის დადების შემდეგ კლინიკიდან დამიკავშირდნენ, მითხრეს პოსტი წამეშალა და ბოდიში მომეხადა. როცა ვუთხარი რომ აღწერილი ამბავი იყო სიმართლე და ვერ ვხვდებოდით ბოდიში რატომ უნდა მომეხადა, ისინი მაინც დაჟინებით მთხოვდნენ ბოდიშის მოხდას და პოსტის წაშლას.
დღეს ჩემი მეუღლე გეგმიურ კონსულტაციაზე მივიდა კლინიკაში. კლინიკის დირექტორის მოადგილემ დაიბარა და უთხრა, რომ მთელი ეს დრო ელოდა, ჩვენ უნდა მოგვეხადა საჯაროდ ბოდიში. ლელამ უპასუხა რომ ვერ ხვდებოდა ბოდიში რატომ უნდა მოეხადა, რაზეც კლინიკის დირექტორის მოადგილემ უთხრა რომ ეს კერძო ბიზნესია და არ გაუწევდნენ მომსახურებას, უნდა დაეტოვებინა კლინიკა. ფეხმძიმე ქალი კლინიკამ დატოვა ექიმისა და კონსულტაციის გარეშე, ისე რომ ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო ვიზიტებითა და სამედიცინო მომსახურებით.
ლელას აქვს გულთან დაკავშირებული პრობლემები, არის მისი მე-3 ორსულობა და მისმა ექიმმა ყველაზე კარგად იცის მისი ჯანმრთელობის ისტორია. სიტუაციის განმუხტვა სცადა ექიმმა დავით ხინგავამ, თუმცა დირექტორის მოადგილემ ორივეს მაგიდაზე უბრახუნა ხელები. ორსულ ადამიანს სკანდალი მოუწყო და კლინიკიდან გამოაგდო. უთხრა რომ რეგისტრატურა გაფრთხილებული ყავდა, რომ მისთვის მომსახურება არ გაეწიათ. კლინიკის დირექტორის მოადგილის რეპლიკები ჩემი მეუღლისადმი: „არ გაგიწევ მომსახურებას, წადი ახლა და იჩივლე“ „ჩემი ქმარი კათედრის გამგეა და თუ მიჩივლებ მეც ჩავრთავ ჩემს იურისტს“ , „მიყურე ახლა მრგვალი თვალებით“ „შენ თავს და შენ საქმეს მიხედე“ და ა.შ.
კლინიკიდან გამოსვლისას, ლელას პერსონალმა მოაძახა „აბა რა გეგონა„-ს ტიპის სხვადასხვა რეპლიკა, სავარაუდოდ წინასწარ მოემზადნენ დახვედროდნენ მას და მოეწყოთ ორსულისთვის სტრესული გარემო და ენერვიულებინათ. ორსულს, მით უმეტეს ჯანმრთელობის განსაკუთრებული პირობების მქონეს რომ რამე დამართოდა ამ ნერვიულობაზე, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? ქალბატონი დირექტორის მოადგილე მორალური პასუხისმგებლობის მიღმა სამართლებრივსაც ვერ გადაურჩებოდა, თუმცა ეს მე შვებას ნამდვილად ვერ მომგვრიდა. საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელებელ ნაწილს, რომელსაც ყველაზე მეტად ემოციური სიმშივიდე ესაჭიროება სამშობიარო სახლი ასე მოექცა.
კლინიკის დირექტორის მოადგილეს როგორც აღმოჩნდა შესწავლილი ჰქონდა ჩემი და ჩემი მეუღლის წარსული და აწმყო, საქმიანობის სფეროები. ლელას დაუსახელა ჩვენი ყოფილი ლექტორი (არ ვიცით რატომ, სავარაუდოდ აგრძნობინა, რომ ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს იცნობს და ამიტომ არ უნდა გვეთქვა სიმართლე).
მივმართავ ქალბატონ ხონელიძის კლინიკის დირექტორის მოადგილეს: დიახ, ჩვენ ორივეს შესანიშნავად გვასწავლა თქვენს მიერ დასახელებულმა ლექტორმა ბიზნესის კეთების საფუძვლები. კარგად გვესმის, რომ კერძო ბიზნესი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში, თუმცა თქვენ მთავარი დაგვიწყებიათ. ჩვენმა ლექტორმა უნივერსიტეტში ადამიანობაც გვასწავლა, ბიზნეს ეთიკის შესახებაც გვიამბო. გარდა ამისა ბიზნესში არსებობს ასეთი გამოთქმა „მომხმარებელი ყოველთვის მართალია“, თუმცა ამ შემთხვევაში საერთოდ არ გვჭირდება ეს გამონათქვამი, ამ ამბავში „ყოველთვის“ გარეშეც მართალი ვართ. კლინიკა რომელსაც თქვენ მართავთ ბიზნესზე უპირველესად საავადმყოფოა, რომლის საქმიანობასაც სახელმწიფო არეგულრებს მკაცრად. თქვენ ადამიანის სიცოცხლესთან გაქვთ შეხება, სიცოცხლესთან რომლის ჯანმრთელობაც ამ ნერვიულობით და სკანდალით საფრთხის ქვეშ დააყენეთ.
მე ვფიქრობ, რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ და როგორც მოიქეცით, ამას არც ბიზნესთან და არც ექიმობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის „ცეხავჩიკობა“, ფულის კეთება. ორსულების მიერ გეგმიურ ვიზიტებზე შემოვლა ფულის კეთების სქემად გაქვთ ქცეული, ქალების ჯანმრთელობაზე არ ზრუნავთ და ჯანმრთელობის ისტორიებში შაბლონურ, ტრაფარეტულ ტექსტებს წერთ.
თქვენს მიერ დასახელებულმა ლექტორმა გვასწავლა, რომ მსგავსი კრიტიკის შემდეგ, კარგი მენეჯერი საკუთარი ორგანიზაციის პრობლემებს შეისწავლიდა, ორსული ქალის ფსიქოლოგიური დატერორების ნაცვლოდ, თუმცა ამ ქცევებით უკვე ყველაფერი ნათქვამი გაქვთ.
ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული პირების გაკიცხვა. ჩვენ ვუპირისპირდებით სისტემას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის ნაცვლად ფულის კეთებაზეა ორიენტირებული, სამედიცინო პროცედურები კი ფორმალობად აქვს ნაქცევი. ჩვენ მხოლოდ კარდიოლოგთან გვქონდა შეხება, თორემ ამ კლინიკის შესაბამისმა ექიმმა ჩვენს ნაცნობ B ჰეპატიტიან ორსულს ისე დაუწერა ისტორიაში ჯანმრთელი, არც უკითხავს რამე. ჩვენ გვსურს სამართლიანობა, გვსურს სხვა ორსულები არ დაიჩაგრონ და იცოდნენ რისი უფლება აქვთ მათ, თორემ ლელა ამ კლინიკაში აღარც მიბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ დათო ექიმის შელევა ძალიან უჭირს.
ყველა ორსულმა უნდა იცოდეს რას შეიძლება გადააწყდნენ ამ კლინიკაში. რომ შეიძლება რამდენიმე შვილის დედას მშობლის სკოლის გავლა მხოლოდ იმიტომ აიძულონ, რომ კლინიკას უნდა ასე ფულის შოვნა, რომ შეიძლება ორსულს რაიმე თანმხლები დაავადება ჭირდეს, შემოვლისას კი ჯანმრთელს დაუწერენ და რამე რომ მოხდეს უი, არ ვიცოდის იტყვიან და სულ ესაა. ორსულ ქალებს უამრავი საჭიროება აქვთ, ბევრს უჭირს კიდეც, თუმცა ეს აქ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ სამშობიაროს მხოლოდ როგორც ბიზნესს ასე უყურებენ.
პ.ს. და ბოლოს: გეგონათ, რომ ორსულ ქალს თუ კლინიკიდან გამოაგდებდით კრიტიკულ პოსტს აღარ დავწერდი, ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი მხოლოდ ეს ნახეთ თქვენს მრავალრიცხოვან მენეჯერული გადაწყვეტილებების არსენალში?
რომ დაგთანხმებოდით და ბოდიში მომეხადა, ტექსტს თქვენ დამიწერდით თუ მაძლევდით თავისუფლებას? ბოდიში რისთვის უნდა მომეხადა, ჩემი მეუღლე რომ თქვენი უყურადღებობის გამო არ მოკვდა? თუ მშობელთა სკოლის 40 ლარის გამო მხოლოდ 10 ლარი რომ გადაიხადა პროტესტის შემდეგ კონკრეტულმა ორსულმა?
პ.ს.ს. დოქსოპულო, შენ დედა გყავს ? 🙂
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო” – წერს სოციალურ ქსელში ალიმი ხერხაძე.
მომხდართან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს ლელა ხელაძე.
,,Მოგესალმებით, მინდა მოკლედ მოვყვე ჩემი პრობლემის შესახებ: 2018 წლიდან დღემდე ხონელიძის კლინიკის პაციენტი ვიყავი, მესამე ბავშვზე ვარ ორსულად და პირველი ორი ორსულობა მშვიდად და უპრობლემოდ გავიარე არაჩვეულებრივი ექიმის და პიროვნების ბატონი დათო ხინგავას მეთვალყურეობით. Რათქმაუნდა კლინიკაში არსებულ პატარ პატარა პრობლემებზე არ შევჩერდები, დიდი პრობლემა კი იყო ის, რომ მე მაქვს გულის თანდაყოლილი პრობლემა (და ამ თემაზე ჩემთვის საუბარი ძალიან მტკივნეულია). Პირველი ორსულობის დროს გეგმიური კარდიოლოგიური შემოწმება გავიარე ხონელიძის კლინიკაში და ვერავინ ვერ გაიგო ეს ჩემი პრობლემა. Პირველი მშობიარობიის შემდეგ კლინიკა კარაპს მედლაინში წინასაოპერაციო შემოწმებაზე დამიდგინეს ეს პრობლემა და მეორე ორსულობის დროს უკვე როცა ხონელიძის კლინიკაში კარდიოლოგთან ვიზიტზე მივედი და ქალბატონი ჩვეულებრივ აპირებდა ჩემს გასტუმრებას სტანდარტული ჩანაწერით მე თვითონ ვუთხარი რომ ყველაფერი წესრიგში არ არის, ამის შემდეგ კარდიოლოგმა გამიშვა ეხოს გადასაღებად და ექოკარდიოსკოპიის შედეგის საფუძველზე მომცა დანიშნულება. Მე გადავწყვიტე ეს დანიშნულებება გადამემოწმებინა თბილისში გულის კლინიკაში და პირველი რაც მითხრეს იყო ის, რომ კატეგორიულად დაუშვებელი იყო ამ წამლების მიღება ორსულობის დროს და საერთოდად ჩემს დიაგნოზს ეს წამლები არ სჭირდება. Მე რათქმაუნდა დავივიწყე ხონელიძის კლინიკის კარდიოლოგის რჩევები და ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება. Ერთი თვის წინ ჩემმა მეუღლემ ფეისბუქ პოსტის საშუალებით გამოხატა უკმაყოფილება ხონელიძის კლინიკის ერთი ერთი სერვისის შესახებ, რის საპასუხოდაც ჩემს მეუღლეს პირად შეტყობინებებში დაუკავშირდა ხონელიძის კლინიკის კარდიოლოგი და დაიწყო ჩემი შემთხვევის გამო თავის მართლება. Სთხოვდა ჩემს მეუღლეს პოსტი წაეშალა. Დღეს როცა მე გეგმიურ ვიზიტზე მივედი ხონელიძის კლინიკაში, უკვე ყველამ იცოდა ვინ ვარ, სად ვმუშაობ, სად ვსწავლობდი, როგორი ხასიათი და განათლების დონე მაქვს და ა. Შ. Დამიბარა ქალბატონმა კლინიკის დირექტორის მოადგილემ და თავშეკავებული ბრაზის ტონით მთხოვა წაგვეშალა პოსტი და დაგვეწერა ოფიციალური ბოდიშის პოსტი. Მე ბოდიშის ნაცვლად ავუხსენი ჩემი კარდიოლოგიური მდგომარეობა და კლინიკის კარდიოლოგის შეცდომის მოსალოდნელი შედეგები რასაც შეიძლება ჩემი გარდაცვალება მოყოლოდა. Ქალბატონი წყობიდან გამოვიდა, იყვირა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ბატონი დათო და მითხრა რომ სურს დავტოვო კლინიკა. Ვთხოვე, 4 თვე მაქვს დარჩენილი და მერე ისედაც მივდივარ მეთქი. Მაგრამ მაგიდას მუშტი დაუბრახუნა და გამომისტუმრა პასუხით, რომ რეგისტრატურა არ მიმიღებს. Ქალბატონმა წამომაძახა რომ ჩემს ლექტორებს იცნობს, რომ ჩემი მეუღლე საავადმყოფოს ფინანსისტია და არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რამეები (თან საშინელი ქრთამები და ფულის გატეთრებები ახსენა, რა რისთვის ვერ ვხვდები). Ამ დროს მე ჯერ მეღიმებოდა, მაგრამ მერე ძალიან გავნერვიულდი და მხოლოდ საკუთარი გულისცემის რეგულირებას ვცდილობდი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია..
Ასე დავრჩი 20 კვირის ორსული და ხონელიძის კლინიკაში აღრიცხვაზე მყოფი პაციენტი ჰაერში, გამიუქმდა სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში კუთვნილი 6 ვიზიტი თავისი ანალიზებით. Დავკარგე დღევანდელი დღე სრულად, ვარ საშინლად განერვიულებული და მაქვს უსამართლობის განცდა. Დრო არ მაქვს ფიზიკურად, რომ გავიარო კონსულტაციები იურისტებთან და ამ ამბებს ბოლომდე მივყვე. Ქალბატონი ხონელიძის კლინიკის დირექტორის მოადგილე კი ფიქრობს, რომ ასე გამოასწორა კლინიკის იმიჯი. Ანუ არ გვაქვს უფლება, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. Ანუ არ გვაქვს უფლება ვთქვათ რომ ვიღაც კარდიოლოგის უყურადღებობის გამო სიკვდილი არ გვინდა… Გაოგნებული ვარ. Არ ვიცი ვის მივმართო დახმარებისთვის.” – წერს ლელა ხელაძე.
გთავაზობთ 2 ივნისს ალიმი ხერხაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რის გამოც ორსულს ხონელიძის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ უხეშად მოექცნენ და გამოადგეს.
,,სახელმწიფოს დემოგრაფიული პოლიტიკიდან გამომდინარე ორსულობა და მშობიარობა გარკვეულწილად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ნუ ეს დაფინანსება საკმარისი არ არის ორსულობა-მშობიარობას იმდენი მედიკამენტი და კვლევა სჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანი წილი ნამდვილად არის (არსებობს უფასო კონსულტაციები და ექოსკოპიები).
ახლა რას აკეთებს ბევრი სამშობიარო და ამ პოსტით აქცენტი აღებული მაქვს ხონელიძის კლინიკა • Khonelidze Clinic-ზე. აღრიცხვაზე მისულ ორსულებს იძულებულს ხდიან ორჯერ ჩაიტარონ კლინიკაში ორსულობის ტესტი (დადასტურებული ორსულობის დადასტურება და მერე დადასტურებულის დადასტურების გადამოწმება 🙂 )
ორსულებს აიძულებენ გადაიხადონ სტომატოლოგის, კარდიოლოგის და სხვადასხვა ექიმის ვიზიტის თანხები (ისტორიაში უნდა იყოსო). კი ბატონო ისტორიაში უნდა იყოს, რა სჭირს რეალურად ორსულს უნდა გამოიკვლიონ, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ბიოროკრატიულ პროცედურად იქცა ეს „შემოვლები“ და ვიზიტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა კი არა ბიუროკრატიული პროცედურა და ისტორიის შევსებაა. ისეთი ვიზიტი რა ვთქვი სტომატოლოგი რომ პირში არ ჩახედავს და კარდიოლოგი წნევას სინჯავს მარტო. საკუთარი სტომატოლოგიც რომ ყავდეს და კბილს მიმდინარედ იკეთებდეს, მაინც სამშობიაროს სტომატოლოგთან მისვლას აიძულებენ ორსულს. ჩემმა ფეხმძიმე მეუღლემ შარშან თვითონ უთხრა კარდიოლოგს ადრე ექიმმა ბრადიკარდია მითხრაო და იმანაც ზეპირად, ორსულს (!!!) სისხლის გამათხელებელი, კარდიომაგნილი გამოუწერა 🙂ორსულობის პერიოდში უამრავ ისეთ მანიპულაციას ამატებენ, რაც არავინ იცის რისთვისაა და რეალური მიზანი კლინიკის ბიუჯეტის შევსება და ორსულების გაყვლეფაა, მაგრამ რაც დღეს ჩემს ოჯახის წევრს გადახდა არის სრული უტიფრობა, ამორალობა და თაღლითობა!!!
ერთი შვილის დედა, რომელიც მეორე შვილს ელოდება გეგმიურ ანალიზებზე არ შეუშვეს მანამ, სანამ „მშობელთა სკოლის“ თანხას არ გადაიხდიდა. ჯერ 40 ლარის გადახდა მოთხოვეს, გადაიხადე და თუ გინდა შენ არ იაროო. რომ უპასუხა ფული არ მაქვს მაგდენიო, მერე 10 ლარი გადაახდევინეს „დაუსწრებლის“. ანუ ქალს, რომელიც 3 წელია 1 შვილს და ჩემს შვილსაც ერთად ზრდის 10 ლარად (თუნდაც 40-ად) ამ კლინიკამ მშობელთა სკოლა უნდა გაატაროს!!!! არ ვიცი ეს რაში წერია, დაზღვევაც რომ ჰქონდეს ადამიანს, რომელი სადაზღვევო დააფინანსებდა საავადმყოფოს მიერ ორგანიზებულ „მშობელთა სკოლას“.
საშუალო სტატისტიკური ქართული ოჯახისთვის, ბავშვის დაბადებამდე ქალის ფეხმძიმობა კოლოსალური თანხები ჯდება, ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა და ესენი ბოლომდე გუდავენ მოსახლეობას. არც ერთმანეთისადმი დამოკიდებულებით, არც გეოპოლიტიკური მდებარეობით, არც ისტორიულად, მართლა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება რომ ჩვენი ერი დღემდე არსებობს და სამშობიარო სახლები მგონი ამ ლოგიკის გამართლებას ცდილობენ. სირცხვილია!!!!
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო” – წერდა ალიმი ხერხაძე.
,,მეგა ტვ” აღნიშნულ საკითხზე ხონელიძის კლინიკასთან დაკავშირებას ცდილობს.










