ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და პოპულარიზაცია.
კონკურსში განაცხადების შეტანა შესაძლებელია 22 ივნისამდე. საკონკურსო განაცხადებს განიხილავენ 30 ივნისამდე. გამარჯვებულები მიირებენ ფულად ჯილდოს. კომისიას აქვს შესაძლებლობა გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაშიც დაასახელოს. კონკურსში მონაცილეობა შეუძლიათ მრავალბინიანი საცხოვერებელი სახლების ამხანაგობებს, მათ შორის ე.წ “იტალიურ ეზოებს”, ინდივიადულ, კერძო სექორის მიერ მოწყობილს ეზოებს (ცალკე ნომინაციაში).
კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე










