LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პედიატრი მშობლებს მიმართავს

პედიატრი მიმართვას ავრცელებს

დაპოსტა 2026/06/15-ში
A A
219
ნახვა
გაზიარება

ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ე.წ. ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს. ის განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში და ხშირად “კოცნის დაავადებადაც” მოიხსენიებენ, რადგან გადადის ნერწყვით.

 

პედიატრის განმარტებით, დაავადება ჩვეულებრივ იწყება მაღალი სიცხით, ყელის ტკივილით და საერთო სისუსტით. ხშირად იზრდება ლიმფური კვანძები და შეიძლება გადიდდეს ღვიძლი ან ელენთა. ბავშვებში სიმპტომები ზოგჯერ მსუბუქია, მაგრამ მოზარდებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

 

უფრო მეტი დეტალის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს.

 

„ინფექციური მონონუკლეოზი… „რა დაავადებაა ექიმო, მოვიძიე და ისეთი ინფორმაცია ვნახე, გული გამისკდა“… რა არის სინამდვილეში ინფექციური მონონუკლეოზი? ის არის ვირუსული დაავადება, რომლის ყველაზე ხშირი გამომწვევია ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV). იგი გადადის, ძირითადად, ნერწყვითა და ახლო კონტაქტით, ამიტომ ხშირად „კოცნის დაავადებასაც“ უწოდებენ, თუმცა ბავშვებში ინფიცირება შესაძლებელია საერთო სათამაშოების, ჭურჭლისა და ყოველდღიური კონტაქტის დროსაც.

 

დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება მაღალი ტემპერატურით, ყელის ძლიერი ტკივილით, ნუშურების გადიდებითა და ნადებით, კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით, გამოხატული სისუსტითა და ხანგრძლივი დაღლილობით.

 

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდებაც, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დიაგნოზის დასმა ეფუძნება როგორც კლინიკურ ნიშნებს, ისე ლაბორატორიულ კვლევებს. სისხლის საერთო ანალიზში ხშირად გვხვდება ლიმფოციტოზი და ატიპიური ლიმფოციტები, შესაძლოა მომატებული იყოს ღვიძლის ფერმენტებიც.

 

დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება EBV-ის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრა (VCA IgM, VCA IgG და EBNA IgG), რაც საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ მწვავე და წარსულში გადატანილი ინფექცია. მკურნალობა ,უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომურია და მოიცავს დასვენებას, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებას, სიცხისა და ტკივილის კონტროლს. ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამოქსიცილინისა და ამპიცილინის ჯგუფის პრეპარატებმა მონონუკლეოზის დროს შეიძლება გამოიწვიოს დამახასიათებელი გამონაყარი. უმეტეს შემთხვევაში, დაავადება სრულ გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა იშვიათად შეიძლება განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ელენთის დაზიანება, ჰეპატიტი, სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ნერვული ან სისხლის სისტემის დაზიანება.

 

სწორედ ამიტომ, ელენთის გადიდების დროს რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკომენდებულია სპორტისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პირველადი ინფექციის გადატანის შემდეგ ეპშტეინ-ბარის ვირუსი ორგანიზმიდან სრულად არ ქრება. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება ორგანიზმში ლატენტურ მდგომარეობაში, თუმცა ჯანმრთელი იმუნური სისტემა მას ეფექტურად აკონტროლებს და ადამიანების უმრავლესობაში აღარ იწვევს დაავადების გამოვლინებას!!!

 

გახსოვდეთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცველი მშობლის ინფორმირებულობაა!!! სწორი დიაგნოსტიკა, ექიმის რეკომენდაციების დაცვა და მოთმინება ინფექციური მონონუკლეოზის წარმატებული მართვის მთავარი საფუძველია“, – წერს პედიატრი.

გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

“რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია კატეგორიულად აუცილებელია” – ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავება აუცილებელია იმ დღეს, როდესაც ადამიანს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს განახლდება

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვადღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო...

დაწვრილებითDetails

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ბექა კვიციანის ბრიფინგი გაიმართება.

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +19 - წვიმა   სოხუმი +19 - წვიმა   ზუგდიდი +19 - წვიმა   მესტია +10 - წვიმა   ფოთი...

დაწვრილებითDetails

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   აქტიური და დატვირთული დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმიანი წინადადება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ფინანსური საკითხების მოგვარებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ხელსაყრელი დღეა ფინანსების მოწესრიგებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ" წყარომ განუცხადა  შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კუხის ტერიტორიაზე მოხდა.  მისივე ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ავტომობილი აალდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა....

დაწვრილებითDetails

“სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიაც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში ,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვის უმზადებს დიდ სიურპრიზს ოქტომბრის ბოლო კვირა – ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს ასახელებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ოქტომბრის ბოლო კვირა სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაძლოა მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდეს! კურო: შესაძლოა, მიიღოთ სიახლე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ფინანსურ საკითხებში ან პირად ცხოვრებაში მოულოდნელმა შესაძლებლობამ თქვენი განწყობა საგრძნობლად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"