დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ კომპანიის უფროსმა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც სამსახურში ხშირად აგვიანებენ, დასჯის განსხვავებული მეთოდი მოიფიქრა. მათ ყოველ დაგვიანებულ ერთ წუთზე, სამუშაოს დასრულების შემდეგ დამატებით 10 წუთი უნდა იმუშაონ. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თუ თანამშრომელი სამსახურში 2 წუთს დააგვიანებს, მან სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დამატებით 20 წუთი კიდევ უნდა იმუშაოს.