ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სტატუსის ნაცვლად ქვეყანამ ისეთი რამ მიიღო, რაზეც არც ვოცნებობდით – “ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა”.
,იმედგაცრუებისა და წუწუნის დრო არ არის. რაც დღეს მოგვივიდა, ეს არის გაფრთხილება. ჩვენი ბრალია. არ ვამბობ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ! ნათქვამია, რაც მოგივა, დავითაო…
იმის მერე, რაც ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე გააკეთა, ისე ჩამოვრჩით ჩვენს 2 მეგობარსა და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?!
რაც მთავარია, ევროპამ არ გადაგვაგდო, არ გვითხრა უარი. პირიქით. როგორც ჩანს, ურსულას პირველი ბრიფინგიდან არის პირველი ინფორმაციები, რაც ვრცელდება.
პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია-სადაც წერია, მართალია, დღეს არ მიგვიღია კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ისეთი რამ მივიღეთ, რაზეც არც ვოცნებობდით. მივიღეთ ის აღიარება, იმედი მაქვს, ამას დაადასტურებს ევროკომისია, მივიღეთ გაწევრიანების ევროპული პერსპექტივა – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.










