როგორც, ჩინური ონლაინ-რითეილერი Alibaba აცხადებს, ისეთ არაფორმალურ დღესასწაულზე, როგორიც ,,მარტოხელების დღეა’’ (Singles Day) გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
,,მარტოხელების დღე’’ (Singles Day) 11/11 აღინიშნება. რატომ 11/11? სიმბოლურად, თითოეული ერთიანი აღნიშნავს ერთ ცალს – მარტოხელას. სწორედ, 11 ნოემბერი გახდა შავ პარასკევზე უფრო გრანდიოზული საყიდლების დღე. Alibaba პირველი ონლაინ-რითეილერია, რომელმაც უკვე საშოაბაო ფასდაკლებები დაანონსა სატელევიზიო ეთერით. შედეგმაც არ დააყოვნა და ბაზრის აბსოლიტური ლიდერი გახდა და გაყიდვებიდან შემოსულმა მოგებამ 30$ მილიარდს მიაღწია, 2017 წელს 25$ მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს 17.8$ მილიარდს არ აღემატებოდა.