მეცნიერს, პოეტსა და მთარგმნელს, პროფესორ ნომადი ბართაიას 75 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დიდ სამკითხველო დარბაზში ღონისძიება გაიმართა. საზოგადო მოღვაწერს დამსწრეებმა იუბილე მიულოცეს. ბიბლიოთეკის დირექტორმა გია ქობალიანმა ნომადი ბართაიას საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრა. ნომადი ბართაიას, როგორც ირანისტის ნამუშევრები ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისათვის და მის მიერ შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები სტუდენტების სამაგიდო წიგნებადაა ქცეული. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს. საღამოს მიზანი იყო ნომადი ბართაიას მოღვაწეობისა და შემოქმედებას ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...









