ქ. ხონში, 7 ივნისს აფხაზეთის ქ. # 18 ( დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრი) 16:00 საათზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და აზიური ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძრვანელი ბატონი ლაშა შალამბერიძე გამართავს შეხვედრას სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან.
შეხვედრაზე გაკეთდება პრეზენტაცია სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ სოფლის მხარდამჭერ პროექტებზე, ასევე მიწოდებული იქნება ინფორმაცია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე.
შეხვედრა წარიმარტება კითხვა- პასუხის რეჟიმში.
დასწრება თავისუფალია