LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რამდენიმე წუთში Ryanair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ რეისს შეასრულებს

რამდენიმე წუთში Ryanair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ რეისს შეასრულებს

დაპოსტა 2019/11/07-ში
A A
209
ნახვა
გაზიარება

დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair იწყებს ოპერირებას. პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით 21:15 საათზე შესრულდება.

ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჩხიკვაძე და თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, ასევე Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერი აღმოსავლეთ და ცენრტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკა.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება. Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2400 ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე,  Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.

 

თეგები: Ryanairაეროპორტიმარსელიტურიზმიფრენაქუთაისი
გაზიარება153

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დაარღვია ამერიკის B1/B2 კატეგორიის ვიზის პირობები

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზებზე ვადაგადაცილების 690 შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2024 ფისკალური წლის "ქვეყანაში შესვლა-გასვლისა და ვიზის ვადაგადაცილების" ანგარიშშია აღნიშნული. სწორედ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 724 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.41%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის მოთხოვნა „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“”

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
All news

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“. როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7264 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7264 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7189 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ხონიდან 20 მარტს გავა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
რას აკეთებს ხონის მერია მიუსაფარი ძაღლებისთვის
მთავარი

ილია მეორის პატივის მისაგებად ტრასნპორტი ხონიდან ხვალ გავა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ელისო ჯიქია ავრცელებს: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამგლოვიარო ცერემონიალთან დაკავშირებით, 20 მარტს ხონის მუნიციპალიტეტიდან გამგზავრების მსურველებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება....

დაწვრილებითDetails

„ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“ – მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
„ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“ – მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა
მთავარი

მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სალო კბილაშვილი ავრცელებს. „წავიდა ჩემი მამიკო მონატრებულ შვილთან. ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“, - წერს მომღერლის და ფეისბუქის გვერდზე. შეგახსენებთ, 2023 წლის...

დაწვრილებითDetails

მთავრობამ რაჭაში ინვესტორს ჰესების მშენებლობისთვის მიწები 49 წლით გადასცა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
რამდენ ლარს დახარჯავს “ენერგეტიკის განვითარების ფონდი” – ჰესების პოპულარიზაციაში
მთავარი

საქართველოს მთავრობამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში არასასოფლო მიწის ნაკვეთები კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა. 533-ე და 534-ე განკარგულების მიხედვით, ინვესტორმა ყოველწლიურად, ჯამში 73 245 მ²-ის მიწით სარგებლობის...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა მთავრობამ 6 459 050 ლარით გაზარდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
სახლები და სათავსოები დატბორილია, დაიხოცა ფრინველი – იმერეთში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 6 459 050 ლარით 33 991 650 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 523-ე განკარგულებიდან ირკვევა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, ჩინური კომპანიის „იუტონგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „იუტონგი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ავტობუსების წარმოების მიმართულებით.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ჩინურ...

დაწვრილებითDetails

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები
მთავარი

გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე - გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"