LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ კომპანიებს შემოწმების გავლის შემდეგ, 27 აპრილიდან თავიანთი საქმიანობის  გააგრძელება შეუძლიათ

რა ვალდებულებები ეკისრებათ მაღაზიებს ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში

დაპოსტა 2022/06/02-ში
A A
108
ნახვა
გაზიარება

1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. კიდევ რას მოიცავს კანონი, „მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ“ რადიო ,,პალიტრასა” და ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,საქმე” კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ კანონის აღსრულება 1-ლი ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყება, რაც კონკურენციის სააგენტოში შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება მოხდება.

„კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1-ლი ივნისიდან, მაგრამ პროცესის აღსრულება დაიწყება 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ანუ, უფლებები რომელსაც აღნიშნული კანონი განუსაზღვრავს მოქალაქეებს და ვალდებულებები, რომელიც ეკისრებათ მოვაჭრეებს სრულფასოვნად 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კონკურენციის სააგენტო იქნება უფლებამოსილი დაიწყოს აღსრულება, მიიღოს მოქალაქეების განცხადებები, განიხილოს და დადგენილ ვადებში უზრუნველყოს მოვაჭრის და მყიდველის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხების გადაჭრა.

ჩვენ განსაკუთრებით სექტემბრიდან გვექნება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა ყველამ იცოდეს, რა უფლება აქვს და რა მოვალეობები. ახლა კი დროს ვიყენებთ იმისთვის, რომ დეპარტამენტის ჩამოყალიბება უზრუნველვყოთ, მოვამზადოთ შესაბამისი სტაფი. დავიწყეთ ევროკავშირის პროექტი, სადაც ლიეტუვას და ავსტრიის პროფესიონალები მოგვეხმარებიან იმ ივრო დირექტივებისა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში, რომელმაც ეს საკითხი სრულფასოვნად უნდა გამართოს. სექტემბრიდან კი, როგორც აღვნიშნე, მომხმარებელთან და ბიზნეს სექტორთან პროაქტიური ურთიერთობა გვექნება. ყველას ვთხოვ, დაეყრდნოს მხოლოდ ჩვენს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას, რადგან საზოგადოებაში ბევრი აზრი მუსირებს.

14-დღიანი უპირობო დაბრუნების პერიოდი, რაც ყველაზე აქტუალური განხილვის თემაა, ეხება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში, განხორციელებულ ოპერაციებს. ასევე, მაღაზიის გარეთ ნაყიდ ოპერაციებს, სადაც ასევე იქნება დათქმები. დანარჩენ ნაწილში, მოვაჭრეს ეკისრება ვალდებულება მიაწოდოს მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია. გარდა ამისა, არის გარანტიების საკითხი, რომელიც მოვაჭრეებმა უნდა შესთავაზონ მოვაჭრეებს. საგარანტიო პერიოდი 2 წელია, რომლის დროსაც მომხმარებელს აქვს უფლება ნივთის დაბრუნებაზე იდაოს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

წამყვანის კითხვაზე, მიმართვის შემდეგ როგორია კონკურენციის სააგენტოს რეაგირება და ვადები, ლექვინაძე ამბობს, რომ სააგენტოს მიზანი მომხმარებელთა უფლებების დარღვევის პრევენციაა და არა ბიზნეს სუბიექტების დაჯარიმება.

,,იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვება პრობლემა დავა მოდის კონკურენციის სააგენტოში. ჩვენ 10 დღის ვადა გვაქვს, რომ აღნიშნული საჩივარი ვცნოთ დასაშვებად, ან დაუშვებლად. აქედან 1 თვეში კი ვალდებული ვართ მივიღოთ გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ საჭიროა ექსპერტიზა, ან დამატებითი საკითხების მოძიება, მაქსიმუმ 3 თვე გვაქვს ვადა, როცა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს დაუდგინდება დარღვევა, პროცესი 2 ეტაპიანია. პირველი ეტაპი არის გაფრთხილება, როცა პრობლემა უნდა აღმოფხვრას მოვაჭრემ, თუ ეს არ მოხდა ამის შემდეგ შემოდის სოლიდური საჯარიმო სანქცია, ბრუნვის 2%. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ამით მოხდება ბევრი საკითხის პრევენცია, ეს არის ჩვენი მიზანიც და არა ვინმეს დაჯარიმება“, – განაცხადა ლექვინაძემ ,,საქმეში“.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

112 მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
112 მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ,- ამის შესახებ ნათქვამია 112-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა მოსახლეობას. „გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ივნისს საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

20 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და მოულოდნელი შესაძლებლობებით იქნება სავსე. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება – თქვენი თავდაჯერებულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.   კურო ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მოერიდეთ...

დაწვრილებითDetails

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"