შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2018 წელს 22 ქალი მოკლეს, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7. გასულ წელს რეგისტრირებულია ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი, საიდანაც 11 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი.