LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხეებს შემოეხვიე, ფეხშიშველმა ირბინე მინდორში, ღამე გაათენე ცივ წყალში – რას ურჩევს ბიძინა ივანიშვილის გუბაზ სანიკიძე

ხეებს შემოეხვიე, ფეხშიშველმა ირბინე მინდორში, ღამე გაათენე ცივ წყალში – რას ურჩევს ბიძინა ივანიშვილის გუბაზ სანიკიძე

დაპოსტა 2019/11/06-ში
A A
249
ნახვა
გაზიარება

“ამდენ სიბოროტეს ქართველი ხალხი არ გაპატიებს, ბიძინა! სერგო ორჯონიკიძე და ყორღანაშვილი გელოდებიან ხელის გაწვდით ისტორიის ჯოჯოხეთში” – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მოღალატეს უწოდეს და ურჩევს საქართველოს თავი დაანებოს.

“TV-კავკასია”-ში  05 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილის საპატრიარქოში ვიზიტის, მის დაპირებებისა და ქველმოქმედების შესახებ ისაუბრა:

„ერთი წელი გავიდა და ფაქტობრივად, წლისთავია, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი დაპირებების გაცემიდან, როცა მან ფიცი დადო, რომ გამოვსწორდებიო.. დავამშვიდებ ქვეყანასო, განვახორციელებ სისტემურ ცვლილებებსო, „უკეთურებს განვდევნიო”, „ვიწამებ ჭეშმარიტ რჯულსო”, ოროსანი ვარ და ფრიადოსანი გავხდებიო და ა.შ..
არადა, მივიღეთ რა – ივანიშვილი დარჩა ისევ ოროსნად და მის რვა წლიან მმართველობაში მივიღეთ ყველაზე მძიმე წელი… ამ პირობის დადების შემდეგ მოხდა ზუსტად ჩვენს ქვეყანაში საარაკო კატასტროფები..

ვაი შენს პატრონს, ბიძინა!.. თუ გგონია, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ვინმეს სჯერა შენი.. თუ ასე გჯერა, მართლა ვაი შენს პატრონს!

მე მინდა მყარი გარანტიები მივცე ივანიშვილს!
რომ მას ძალიან ძვირი დაუჯდება, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩააგდო ქვეყანა. პასუხის მომთხოვნი იქნება ქართველი ხალხი.. აუცილებლად!
საბედისწეროდ მძიმე იქნება მისთვის ქართველი ხალხის პასუხი.. და დარწმუნებული ვარ, რომ 2020-ში დამთავრდება ეს ამბავი.. დამთავრდება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით და ივანიშვილის ხელისუფლების კრახით!

ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი შანსი, რომ ჩაატაროს წესიერი არჩევნები. თუ წესიერ არჩევნებს არ ჩაატარებს, მერე რაც მოხდება, ყველა ვხვდებით!.. იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილის მმართველობას კიდევ ოთხი წელი არ დაიმატებს.. გამორიცხულია ეს!

ამის იმედი არ გქონდეს, ბიძინა!
რამდენიც არ უნდა დახარჯო და რამდენიც არ უნდა დაარიგო.. ქართველი ხალხი ფულს გამოგართმევს და გადაგაგდებს.. როგორც თქვენ გადააგდეთ ის.. დადგა უკვე დრო, რომ ქართველმა ხალხმა თქვენ გადაგაგდოთ!
და ყველაზე მთავარი, რაც გემუქრებათ, ეს არის უმძიმესი სახელი საქართველოს ისტორიაში სამომავლოდ.. ბევრჯერ მითქვამს ეს და კიდევ გეტყვი – სერგო ორჯონიკიძე და ყორღანაშვილი გელოდებიან ხელის გაწვდით ისტორიის ჯოჯოხეთში

„ქართულ ოცნება” მივმართავ!
თქვენი მმართველობის დროს მივიღეთ ფრაგმენტაცია, დაყოფა, დანაწევრება და რაც მთავარია, განუზომელი სიძულვილი ერში ერთმანეთის.. დღეს საქართველოში პირუტყვული სიძულვილია გამეფებული ერთმანეთის მოსაზრებებისა და საქმიანობის მიმართ.
ეს არის ერთი კაცის „დამსახურება” – ბიძინა ივანიშვილის. ის პოლიტიკაში მოქმედებს, როგორც ბანკირი.. და ხალხო, ამიტომ არის საშიში ბანკირი პოლიტიკაში, რადგან ბანკირებს სხვა ფორმები და მიმართულებები აქვთ მოქმედებებში და პოლიტიკოსებს – სხვა.
პოლიტიკოსის ამოცანაა, გააერთიანოს, თავი მოუყაროს, ძალა მოიკრიბოს, ძალა მისცეს, ქვეყანა გაამდიდროს, რეფორმები გაატაროს, საზოგადოების შერიგებას თუ ვერ შეძლებს, მორიგება მაინც მოახერხოს..
და რას შვრება ივანიშვილი? – ყოფს, ანაწევრებს, აიაფებს, აბანძებს, ერთმანეთს უქსევს ხალხს…

ქართული ეკლესიის თემა ყოველთვის რთული იყო ხელისუფლებებისთვის, მათ შორის წინა ხელისუფლებისთვისაც.. მაგრამ სწორედ ივანიშვილის პერიოდში მიიღო ქართულმა ეკლესიამ გამანადგურებელი დარტყმები.. რა თქმა უნდა, შეეძლო დღევანდელ ხელისუფლებას ამისი თავიდან აცილება, რაც დღეს ხდება.. შეეძლო, პოზიტიური როლი შეესრულებინა, მაგრამ პირიქით – მან ითამაშა ინტრიგებზე, ორპირობაზე, ორგულობაზე, ერთმანეთის ჩაშვებაზე, ჭორებზე, დაყოფაზე და დანაწევრებაზე..

მაგრამ ბიძინამ ერთი რამ არ იცის – ეკლესიის ავტორიტეტის დაცემასთან ერთად, პარალელურად ხდება მისი ავტორიტეტის დაცემაც.. გადით ხალხში და ნახავთ – 90% ამბობს, რომ ეს თქვენი გაკეთებულია. უფრო სწორად – თქვენი გაფუჭებული, ბიძინა!.
და ის, რა რიტუალიც ივანიშვილმა ჩაატარა პატრიარქთან, ეს იყო ჩვეულებრივად „იუდას ამბორი”.. გართხმული მივიდა საპატრიქრქოში ბიძინა.. ვეღარ იყო ყოჩაღად.. არც თავისი ძაღლი ახლდა, პირვანდელივით..

ივანიშვილი არის საქართველოს განვითარებისთვის ხელისშემშლელი ერთადერთი და უმთავრესი ფაქტორი. საქართველო ვერ განვითარდება, სანამ ივანიშვილი ჩაერევა ქვეყნის ისტორიაში და მის პოლიტიკაში.

რასაც შენ ქველმოქმედებას ეძახი, ბიძინა, ის არის დაქცევა ამ ქვეყნის! და თუ ერთობი ამით, გასართობზე მეტი რა გაქვს – წადი, ხეებს შემოეხვიე, ფეხშიშველმა ირბინე მინდორში, ღამე გაათენე ცივ წყალში.. რა ვიცი, ხომ გაქვს მოგონილი რაღაც პროცედურები შენი რელიგიის მიხედვით.. და ამ ქვეყანას თავი გაანებე! დროზე დაანებე თავი, თორემ მოდის ძალიან სერიოზული სამართალი.. საბედისწერო სამართალი!
ვიღაც იტყვის, შურისძიებაო?.. სამართალი კანონის ფარგლებში შურისძიების ნაირსახეობაა, ბიძინა!.. და ყველაფერი რომ გაგდიოდა, ერთ მშვენიერ დღეს მოხდება თამასუქების გასწორება.

ფანტომასივით რომ გამოჩნდები ხოლმე ექვს თვეში ერთხელ, გადი დაცვის გარეშე ქუჩაში.. ფანტომასია უკვე ეს კაცი!

ბიძინამ თავად წერა და კითხვა არ იცის და ვინც უწერს ამ სულელურ ტექსტებს, ის ჰგონია ჭკვიანი.. არადა, ის ღუპავს სწორედ.

ამდენ სიბოროტეს ქართველი ხალხი არ გაპატიებს, ბიძინა!
შენზე „მაგარი” მოღალატეები ჰყოლია ამ ქვეყანას, შენზე უშიშარი მოღალატეებიც ჰყოლია, მაგრამ ყველა მოვისროლეთ ისტორიის სანაგვეზე.

და ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად – პრობლემა ის კი არ არის, ივანიშვილი რომ ასე მართავს ქვეყანას, ჩვენ რომ ვამართინებთ მას ქვეყანას ამდენი ხანი, ესაა პრობლემა!

ავაზაკი და მეკობრე, შარაგზის ყაჩაღი და მაფიოზი მართავს ქვეყანას!.. არჩევნების დღეს, საღამოს 8 საათამდე აქვს ივანიშვილს შანსი.. მაგრამ თუ არჩევნებს გააყალბებ, საღამოს 8 საათის მერე ეს შანსი აღარ გქენება ბიძინა!.. ასე იქნება ეს!.. თუ არადა, მოვა ეს არჩევნები და ვნახავთ..

ნუ გგონია, რომ რუსეთს დასჭირდები!.. ინატრე მერე იანუკოვიჩის ბედი, როსტოვს ზემოთ ასვლის უფლება რომ არ აქვს, როსტოვს ზემოთ რომ არ უშვებენ .. აი შენ კი, სადმე ყუბანში ან სტავროპოლში ცხოვრება მოგიწევს..

ასე რომ, საქმე მძემედ გვაქვს მეგობრებო, მაგრამ უსაშველო არაფერი გვჭირს.. უცებ გამოვალთ სიტუაციიდან და შექმნილი ვითარებიდან.. უცებ დავიწყებთ წინსვლას.

არ მივიღებ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომ თურმე სტაბულურობა გვინდა და ბიძინა უნდა ავიტანოთ.
სტაბილურობა სასაფლაოზე რომაა, ისეთი სტაბილურობა დედამიწაზე არაა არსად.. კაციშვილი კრინტს არ ძრავს და არავის მოსაზრება არ აქვს იქ,.. სასაფლაოზე რომ სიწყნარე და სიმშვიდეა, არსად არაა ისეთი.. ეს თუ გვინდა, კი ბატონო.. მაგრამ ქვეყანა იქცევა და სტაბილურად დავიქცეთ თუ როგორაა თქვენი საქმე?..

არც იმის იმედი გქონდეთ, რომ ბიძინა ჭკუაზე მოვა..
აწი რაღას მოვა ეგ ჭკუაზე, 700 წლისაა კაცი..
ჩვენ რომ გვირილებს ვკრეფავთ, ეგ ხეებს კრეფავს.. გაიგეთ ეს ამბავი, რაც ხდება მის თავს.. რთული გასაგებია?.. მას სძულს ყოველგავრი საუკეთესო, ყოველგვარი ხარისხიანი, ყოველგვარი არისტოკრატული, ყოველგვარი განვითარებული, ყოველგვარი მორალური, ყოველგვარი რელიგიური.. ვერ იტანს ამ კატეგორიებს.. ეზიზღება!.. კომპლექსებით გაძეძგილი ადამიანია..

და იცოდეთ, რომ აუცილებლად გამოვა ქვეყანა ამ ვითარებიდან და რომ აუცილებლად მალე დავდგებით ფეხზე!
და გავიგებთ, რომ ქვეყნის სასიკეთოდ ფულიან კაცებს არასდროს აღარ უნდა ავედევნოთ.. ჩემი ჩათვლით.. ” – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ.

 

თეგები: არჩევნებიბიძინა ივანიშვილიგუბაზ სანიკიძედაპირებამოღალატესაპატრიარქოსაქართველოქველმოქმედებაყორღანაშვილი
გაზიარება151

დაკავშირებული -პოსტები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...

დაწვრილებითDetails

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"