ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #21-ში, გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციას ,,გლობალ ბილდინგი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 72 339,55 ლარია.
სამუშაო პროცესს დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად გაეცნო.
„გზის ამ მონაკვეთზე, ყოფილი „აისის“ ქარხანასთან, მოსახლეობა რამდენიმე წელი ითხოვდა გზის შეკეთებას. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა. ხვალ კი მთლიანად დასრულდება გზის საფარის დაგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარიც“ – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.