LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

არასამთავრობო ორგანიზაციები 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებულებთა დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ

დაპოსტა 2019/11/05-ში
286
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ, 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულები დაზარალებულად ცნოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც არასამთავრობოები ასევე ითხოვენ, საქმეზე სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას.

„ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარალდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული. სხვა პირებთან ერთად, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, უარი უთხრა მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი. დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული ჟურნალისტებს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, მაგალითად, თამარ ბაღაშვილს, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

პარალელურად, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად არის ცნობილი.

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი. ერთის მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები. დაზარალებულ 16 პირს სტატუსის მინიჭებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომაც უარი უთხრა. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით არ დგინდება, რომ ჩადენილია დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი. მაკო გომურისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ ,,სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, აქედან გამომდინარე მას არ აქვს ეს სტატუსი“.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არსებული კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს. დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იყვნენ. დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს.

სასამართლოსა და პროკურატურის მოქმედებები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ სურს აღიაროს ის ზიანი, რაც სამართალდამცავთა მხრიდან 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს მიადგათ, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მიმდინარეობის მთლიან პროცესს. გამოძიების პროცესში დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და დაზარალებულად ცნობით პირს ეძლევა საქმის მასალებზე წვდომა. აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, ასევე წარმოადგენს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით,

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას – დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი ყველა იმ პირს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამართალდამცავთა ქმედებების შედეგად დაზიანდნენ; მიმდინარე საქმეზე დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); მწვანე ალტერნატივა და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

თეგები: 20 ივნისიგავრილოვის ღამედაზარალებულებიპროკურატურა
გაზიარება119

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 10, 2026
187
მთავარი

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სამმა ქართველმა, საბერძნეთში, 47 წლის კაცი სასტიკად სცემა

თებერვალი 10, 2026
13
მთავარი

სამმა ქართველმა, საბერძნეთში, 47 წლის კაცი სასტიკად სცემა. პოლიცია, 23, 24 და 26 წლის საქართველოს მოქალაქეები დააკავა. დაკავებულები შესაბამის პროკურატურაში გადაიყვანეს.

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 10, 2026
13
მთავარი

აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მომარხულე ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება. აღდგომის წინა დიდი დიდმარხვა წელს 7 კვირა გრძელდება. მთელი...

დაწვრილებითDetails

დებატებში 8 მონაწილე ვიყავით, საიდანაც 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა- კობახიძე

თებერვალი 10, 2026
12
მთავარი

ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ „რუსთავი...

დაწვრილებითDetails

“ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა”- კობახიძე

თებერვალი 10, 2026
2
მთავარი

ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა. შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ...

დაწვრილებითDetails

“კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით შემცირდა” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

თებერვალი 10, 2026
6
მთავარი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით შემცირდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულამ 3 პუნქტით იკლო და 50 გახდა....

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია – პაპუაშვილი

თებერვალი 10, 2026
5
მთავარი

გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევეს

თებერვალი 10, 2026
5
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი კაციაშვილმა სტივ ჯობსის აკედამიაში ჩააბარა

თებერვალი 10, 2026
74
მთავარი

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მე_10 კლასის მოსწავლე, გიორგი კაციაშვილი, სტივ ჯობსის აკედამიაში სწავლობს. გიორგი აკადემიაში 100%- იანი გრანტით ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 10, 2026
5
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალესა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ჯ.დ. და 1994 წელს დაბადებული ი.ე. საქართველოს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».