მარიუპოლის მცველი, “აზოვის პოლკის” მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი “აზოვსტალის” ქარხანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
“ბიჭები კვდებიან, წამლები არასაკმარისია. იძულებულები ვართ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩავატაროთ. თუ მესამე მხარე არ დაგვეხმარება, კატასტროფა იქნება.
საერთაშორისო პარტნიორებისგან გარანტიებია საჭირო და პუტინზე ზეწოლა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც მასთან საუბარი შეუძლიათ”, – ამბობს პალამარი.