საქართველოში აგროტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს და ამერიკის მთავრობა ამ სფეროს განვითარებას ეხმარება.
მოხარული ვართ ჩვენი ახალი პარტნიორობით ასოციაცია „ჩაის გზასთან”, რათა დავგეგმოთ და განვახორციელოთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტი „გურიის ჩაის გზა”.
ეს იქნება ნაწილი გურიის სტუმარმასპინძლობის უფრო მასშტაბური პროექტისა, რომელიც აერთიანებს სათავგადასავლო გამოცდილებას, ღვინოს, გასტრონომიას, აგროტურიზმსა და ეთნოგრაფიას.
საქართველოს პირველი სერტიფიცირებული ბიოფერმერი დავით თანეიშვილი ამ პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია. დღეს ელჩი დეგნანი დავითსა და ასოციაცია „ჩაის გზის” სხვა წევრებს ამ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ შეხვდა.
Georgia’s agrotourism sector has incredible potential, and the U.S. Government is helping to develop this sphere. We are excited about our new partnership with the Tea Route Association to plan and implement the USAID Economic Security Program’s “Guria Tea Route” project. It will be the first component of a larger Guria Hospitality Trail that merges adventure experience with wine, gastronomy, agro-tourism, and ethnography. Davit Taneishvili, Georgia’s first certified bio farmer, is one of the beneficiaries of this program. Ambassador Degnan met with Davit and other Tea Route Association members today to talk about challenges, priorities, and opportunities in this sector.
USAID/Georgia










