მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომის გამო მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი პოზიციისგან თავს იკავებს, ინდოეთის ორი უმსხვილესი ბიზნესი რუსეთს ტოვებს. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცცემის ცნობით, Tata Steel-მა, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა ინდოეთში, განაცხადა, რომ „მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება რუსეთთან ბიზნესის შეწყვეტის შესახებ“.
კომპანიამ, რომელიც ასევე არის ევროპაში ფოლადის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, განაცხადა, რომ აქვს გეგმა, რათა უზრუნველყოს მისი ბიზნესის მინიმალური შეფერხება.
Tata Steel არის Tata Group-ის ნაწილი, ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მრავალეროვნული კონგლომერატი.
კომპანიამ მსგავსი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც Infosys-მა, ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტექნიკურმა კომპანიამ, გადაწყვიტა, რომ საკუთარი ოპერაციების რუსეთიდან გატანა დაეწყო.










