“ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ” – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა “რუსთავის 2”-ის პირდაპირ ეთერში სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
“მე არასდროს მომიხსენებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ პეტრედ, რომელიც ნამვილად აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, მისი აზროვნებიდან, მისი ლექსიკიდან გამომდინარე და დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრასთან მიმართებაში. ესეთი ხალხისგან ეკლესია უნდა განიწმიდოს.
გამოსავალზე როცა ვსაუბრობთ, მე არ ვარ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე ჭკვიანი, ნამდვილად არ ვარ. მე იმედი მაქვს მისი ბრძნული გადაწყვეტილების და ზუსტად ვიცი რომ სინოდშიც არის არაერთი წესიერი, ბრძენი, ჭკვიანი მეუფეები, მარტო რამდენიმე ოდიოზური პეტრე კი არ ყავს სინოდს, საბედნიეროდ ძალიან ბევრი და პატიოსანი მღვდელმთავარი გვყავს და სწორედ ამ ხალხის გადასაწყვეტია ის ვითარება, რაც ეკლესიის გარშემოა შექმნილი. სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე. ძალიან კარგია ეს და ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ასე გააგრძელებს, აი ეს არის ჩემი გზავნილი პეტრესადმი.” – განაცხადა ირმა ინაშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.